ვარენიკები კარტოფილითა და სოკოთი- სუპერ სწრაფად მოსამზადებელი რეცეპტი
FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ სოკოს და კარტოფილის უგემრიელესი ვარენიკები, სწრაფად მზადდება და გემრიელია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- წყალი- 1 ჭიქა
- არაჟანი- 2 ს.კ
- კარაქი- 1 ს.კ
- მარილი- 0,5 ჩ.კ
- ფქვილი-2,5 ჭიქა
- კარტოფილი- 0,5 კგ
- ქამა სოკო- 300გ
- მწვანილი- გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი:
- თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ მარილი, კარაქი, არაჟანი და თბილი წყალი.
- მოზილეთ მაგარი ცომი, ცოტა ხნით თავზე დააფარეთ და გააჩერეთ.
- გულსართისთვის: კარტოფილის პიურეს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მოთუშული სოკო და მწვანილი.
- ცომში მოათავსეთ გულსართი და შეკარით ვარენიკები.
- შეგიძლიათ მოხარშოთ, სურვილის შემთხვევაში კი გაყინოთ და სასურველ დროს გამოიყენოთ.
გემრიელად მიირთვით.