კარტოფილის ხინკალი, (ვარენიკები)- დამიჯერეთ, რომელიც არ გადაგეხარშებათ არავითარ შემთხვევაში!

კარტოფილის ხინკალი, (ვარენიკები)-  დამიჯერეთ, რომელიც არ გადაგეხარშებათ არავითარ შემთხვევაში!
სახალხო სიყვარულმა ვარენიკები უკვდავყო ლექსებში, სიმღერებში, ფილმებში და ძეგლიც კი დაუდგეს, რადგან ის არის შედევრი. აუცილებელია ვარენიკებისათვის მომზადდეს საუკეთესო ცომი.

კეფირზე მოზელილი ვარენიკების მდიდრული ცომი, დიასახლისებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის არის, მოცულობითი, წვნიანი, და ეს არის იმის გამო, რომ მზადდება კეფირზე.


ცომი კეფირზე დროჟით

ინგრედიენტები

  • 600გრ. ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 125 მლ.ლ. კეფირი
  • 125 მლ.ლ წყალი
  • 2 სადილის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 ჩაის კოვზი დროჟი


მომზადების წესი

  1. ჯამში ათქვიფე კვერცხი და შაქარი

    2. დაუმატე წყალი კეფირი და მარილი, აურიე.

    3. აურიე დროჟიანი ფქვილი და კეფირის ნარევი პატარ-პატარა პორციებად, მუდმივად მოურიე, ცომი უნდა გამოვიდეს სქელი ისეთი რომ კოვზი არ ჩამოვარდეს

    4. გადმოიღე ფქვილმოყრილ ფიცარზე და მოზილე, ისე, რომ ცომი გამოვიდეს ელასტიური, გადააფარე თავზე და დადგი15 წუთით. ცომი ვარენიკებისათვის კეფირზე მზადაა!


ამ ცომზე გაკეთებული ვარენიკები გამოდის ძალიან მდიდრული, შეგიძლიათ ისინი მოამზადოთ ორთქლზე, ან მოხარშოთ წყალში, ორივე შემთხვევაში შედეგი განუმეორებელია.

ვარენიკებს ამზადებენ ხაჭოთი, კარტოფილით და განსაკუთრებით ალუბლით,
გემრიელად მიირთვით!