სუპერ-ცომი პელმენებისა და ვარენიკებისთვის
სახლში მომზადებული პელმენი და ვარენიკი სრულიად განსხვავდება გემოთი ნაყიდისგან. FPAPARAZZI-ი გირჩევთ გაანებივროთ ოჯახის წევრები შინ მომზადებული საკვებით, ამიტომ ვარენიკებისა და პელმენებისთვის სუპერცომის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 1 ჭიქა მინერალური გაზირებული წყალი
- კვერცხი- 1 ცალი
- მარილი- 0,5 ჩ.კ
- შაქარი- 0,5 ჩ.კ
- მცენარეული ზეთი- 4 ს.კ
- ფქვილი- 4 ჭიქა (შეიძლება ნაკლებიც დასჭირდეს)
მომზადების წესი:
- ჯამში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. ფქვილი შეაზილეთ ნელ-ნელა.
- საბოლოოდ, უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი, რომელიც ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- ამ ინგრედიენტებით გამოგივათ დაახლოებით 1 კილო ცომი.
- დაჭერით სასურველ ზომაზე და მოამზადეთ პილმენები ან ვარენიკები.
- ცომი ჩებურეკისთვისაც გამოდგება. ამ შემთხვევაში არ დაამატოთ კვერცხი.
გემრიელად მიირთვით.