დაუყონებლივ წადით ექიმთან, თუ თქვენ ეს 7 სიმპტომი აღგენიშნებათ. ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ მათ!

დაუყონებლივ წადით ექიმთან, თუ თქვენ ეს 7 სიმპტომი აღგენიშნებათ. ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ მათ!
გახსოვდეთ, სხვადასხვა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ასე თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები უახლოეს მომავალში და ადრეულ სტადიაზე დაამარცხოთ ყველაზე სერიოზული დაავადებებიც კი.

ღვიძლი - ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება თანამედროვე ცხოვრების სტილისა და მავნე ჩვევების შედეგად.

ჩვენი სხეული ყოველთვის გვიგზავნის გარკვეულ ნიშნებსა და სიგნალებს, როდესაც მას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. როდესაც ორგანიზმი გადატვირთულია ტოქსინებითა და სხვა მვნე, ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით, ის ყოველთვის გვატყობინებს ამის შესახებ. სამწუხაროდ, უამრავ ადამიანს შესაბამისი ნიშნების, სიგნალებისა და სიმპტომების ამოცნობა არ შეუძლია, რის გამოც მათი ჯანმრთელობა საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დგას. თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ჩვენი საცხოვრებელი გარემო კატასტროფულადაა დაბინძურებული, როდესაც საკვები პროდუქტები გაჯრებულია შხამ-ქიმიკატებით, არავინ არის დაზღვეული სერიოზული დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევისგან.

ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: არაჯანსაღი საკვები, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, ალკოჰოლი, მოწევა, ქრონიკული სტრესი და ა.შ. ყოველივე ამის შედეგად ჩვენი ღვიძლი ვეღარ ასრულებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს, როგორიცაა ცხიმის დაშლა, ქოლესტერინის დონის რეგულირება, ცილების წარმოება, ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზაცია და ა.შ.

როდესაც ღვიძლი ზიანდება, ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის რამდენიმე საგანგაშო სიგნალს. უფრო კონკრეტულად კი:
  • ქრონიკული დაღლილობა;

  • ხშირი გულძმარვა;

  • ფერმკრთალი განავალი;

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

  • კუჭის ტკივილი ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ;

  • ხშირი გულისრევა;

  • ჭამის შემდეგ პირის ღრუში ცხარე გემოს დარჩენა.

თუ თქვენ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები და მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. გახსოვდეთ, რომ ამ სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება!