როგორ მოვამზადოთ ჟელატინის გემრიელი ტორტი იოგურტით და კივით?

როგორ მოვამზადოთ ჟელატინის გემრიელი ტორტი იოგურტით და კივით?
იოგურტის ტორტი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ დაბალკალორიულიც. თუკი სხეულის ფორმებს უფრთხილდებით, გამოიყენეთ დაბალპროცენტიანი იოგურტი, ხოლო შაქარი ჩაანაცვლეთ შაქრის შემცვლელით.

საჭირო მასალა:
  • კივი 6 ცალი
  • წყალი 0,5 ჭიქა
  • შაქარი 70 გ
  • შაქარი 70 გ
  • ჟელატინი 25 გ
  • ლიმონის წვენი 20 გ
  • ბანანი 2 ცალი
  • იოგურტი 500 მლ
  • კარაქი 70 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“) 200 გ


მომზადების წესი:
  1. დაფხვენით ფხვიერი ნამცხვარი ბლენდერში, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ.
  2. ჩატკეპნეთ მიღებული მასა 22-24 სმ დიამეტრის მოსახსნელკიდეებიან ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში.
  3. თბილ წყალში გახსენით ჟელატინი და გააჩერეთ, რათა გაფუვდეს.
  4. კივი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად, ბანანი კი - წრეებად. გაანაწილეთ ხილი უკვე გაცივებულ ბისკვიტზე.
  5. ათქვიფეთ იოგურტი და შაქარი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, წვრილ ნაკადად ჩაუშვით ჟელატინი. თან თქვიფეთ.
  6. დაასხით მიღებული მასა ხილზე და მოათავსეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გამკვრივდება.
  7. დაიტოვეთ რამენიმე კივი მოსართავად უკვე გაცივებული ტორტი.

გემრიელად მიირთვით!