ძალიან გემრიელი და სასარგებლო! სალათა ჭარხლით, სტაფილოთი და ბროწეულით

ძალიან გემრიელი და სასარგებლო! სალათა ჭარხლით, სტაფილოთი და ბროწეულით
მოამზადეთ ეს სალათა და შეავსეთ თქვენი ოგრანიზმი საჭირო ვიტამინებითა და უჯრედისით. ისინი არა მხოლოდ ძალიან გემრიელები არიან, არამედ დაგეხმარებიან ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში წელის არიდან.

ინგრედიენტები:
  • 1 დიდი ჭარხალი
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 1 პატარა წითელი ხახვი
  • 1 დიდი კონა ოხრახუში
  • 1/2 ჭიქა ბროწეულის მარცვალი
  • 3 ს/კ გოგრის მარცვალი


დანამატი:
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1,5 ს/კ ბროწეულის სოუსი
  • 1,5 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა


მომზადების წესი:

1. შეურიეთ დანამატისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი და დაელოდეთ 10 წუთი. მშრალ ტაფაზე შეწვით გოგრის გული, 3 წუთი.
2. გაასუფთავეთ ჭარხალი და სტაფილო და გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე. ხახვი გაასუფთავედ და დაჭერით წვრილად. ოხრახუში დაჭერით წვრილად
3. შეურიეთ ჭარხალი, სტაფილო, ოხრახუში და ხახვი, მოასხით დანამატის შერეული ინგრედიენტები. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაალაგეთ ზემოდან გოგრის მარცვლები.
მზად არის, დააგემოვნეთ!