მოცვის ღვეზელი, რომლის გემოც არ დაგავიწყდებათ
გარდა იმისა, რომ ეს დესერტი ფაფუკი და არომატულია, ამასთან, უნაზესი გულსართი აქვს და ძალიან გემრიელია. fpaparazzi-ი გირჩევთ მოამზადოთ ღვეზელი ამ რეცეპტით.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
- კაკაო- 4 ს.კ
- კარაქი- 100გ
- შაქარი- 100გ
- კვერცხი-2ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
- შაქარი- 100გ
გულსართისთვის:
- ხაჭო- 600გ
- შაქარი- 150გ
- კვერცხი- 3 ცალი
- სახამებელი- 2ს.კ
- მანი 2ს.კ
- მოცვი- 1 ჭიქა
მომზადების წესი:
- ცომი: კარაქი ჩადეთ პატარა ჯამში და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ კაკაო, შაქარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.
- ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ოდნავ შეგრილებული გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, გამფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.
- ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში.
- გულსართი: ხაჭო კვერცხთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ სახამებელი და მანი. კარგად აურიეთ. შემდეგ კი ფრთხილად დაასხით ფორმაში ჩასხმულ ცომს. ზემოდან მოაწყვეთ მოცვი.
- აცხვეთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.
- როდესაც ღვეზელი გამოცხვება, გულსართი შესაძლოა ბოლომდე გამომცხვარი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ არ იდარდოთ- სწორედ ასე უნდა იყოს.
- აცადეთ ღვეზელს გაციება და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.
გემრიელად მიირთვით.