პასტა ფეტუჩინი კრევეტებით
fpaparazzi ითვალისწინებს მკითხველის გემოვნებასა და თხოვნას და გთავაზობთ იტალიური სამზრეულოს კიდევ ერთ უგემრიელესი კერძის მომზადების წესს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 120 გ ფეტუჩინი
- 300 გ უმი, გასუფთავებული კრევეტები
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი
- 2 ს/კ ფქვილი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ კარაქი
- 1 ¼ ჭიქა ქათმის ბულიონი
- ½ ჭიქა ათქვეფილი ნაღები
- სუნელები გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოამზადეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
- მოაყარეთ კრევეტებს მარილი და პილპილი და აურიეთ.
- დაუმატეთ 1 ს/კ ფქვილი და ამოავლეთ კრევეტები.
- შემდეგ დაუმატეთ კიდევ 1 ს/კ ფქვილი და კვლავ ამოურიეთ.
- გაადნეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი ღრმა ტაფაში.
- მოათავსეთ კრევეტები და შეწვით ყველა მხრიდან დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში თითო მხარეს.
- ამოიღეთ თეფშზე.
- ტაფაში, სადაც კრევეტები შეწვით, ჩაასხით ქათმის ბულიონი.
- ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
- ბულიონს დაუმატეთ ნაღები და თან თქვიფეთ შეუჩერებლად.
- ხარშეთ სოუსი საშუალო ცეცხლზე, სანამ გასქელებას არ დაიწყებს. დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ.
- გასინჯეთ სოუსი და დაუმატეთ სურვილისამებრ სანელებლები.
- მოასხით სოუსი პასტასა და კრევეტებს და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!