არსოდეს მიყვარდა ბადრიჯანი, მაგრამ როდესაც მეგობარმა ამ რეცეპტით მოამზადა, ცდუნებას ვერ გავუძელი
მნიშვნელობა არ აქვს გიყვართ თუ არა ბადრიჯანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი, აუცილებლად მოგეწონებათ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ბადრიჯანი- 2-3 ცალი
- ოხარახუში- 20გ
- ძირა- 2ჩ.კ
- ორცხობილა- 1-2 ს.კ
- დაფქული შავი წიწაკა
- ტომატის პასტა-350გ
- ნიორი-2-3 კბილი
- ხახვი- 2ცალი
- მწვანე ხახვი- 10გ
- აჯიკა- 1ს.კ
- მარილი- გემოვნებით
- ბულგარული- 1ცალი
- ორეგანო- 1 მწიკვი
- საქონლის ფარში- 350გ
- ბადრიჯანი გარეცხეთ და თხლად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და ცოტა ხანს გააჩერეთ.
- ხორცი ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცაკეპში. დაუმატეთ 10 გ წვრილად დაწრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, აჯიკა, 1 ჩ.კ ძირა, ორცხობილა, მარილი და პ ილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
- ბადრიჯანს გადაავლეთ წყალი და ოდნავ შეაშრეთ. შემდეგ კი შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.
- ხელით აიღეთ ფარშის პატარა გუნდა და ბადრიჯანში გაახვიეთ რულეტივით.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასზე ბადრიჯნის რულეტები.
- 1 თავი ხახვი დაჭერით რგოლებად და მოთუშეთ. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და თუშეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ტაფაზე ტომატის პასტა და ყველაფერი ერთად თუშეთ 10 წუთის განმავლობაში.
- ბოლოს დაამატეთ 1 ჩ.კ ძირა, 10 გ დაჭრილი ოხარხუში, ნიორი, ორეგანო და კარგად აურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- მიღებულ მასაშ ჩააწყვეთ ბადრიჯნები და დატოვეთ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.