ტორტი ”ჩიტის რძე” - დესერტი, რომელიც პირში დნება
ეს რეცეპტი რატომღაც ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვობასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ ის FPAPARAZZI-ის რედაქციამ.
საჭირო მასალა:
ტორტისთვის:
2 შეკვრა ჟელატინი (8 გრამიანი)
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა შაქარი
450 გ არაჟანი
450 გ გაციებული ათქვეფილი ნაღები
მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად
5 ს/კ რძე
მინანქრისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
ტორტისთვის:
მინანქრისთვის:
- 5 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 5 ს/კ შაქარი
- 1 შეკვრა ჟელტინი (8 გრამი)
- 5 ს/კ რძე
- 1 ჭიქა ცივი წყალი
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ქვაბში 2 შეკვრა ჟელატინი გახსენით 1 ჭიქა რძესთან ერთად.
- დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდუმებით ურიეთ.
- როდესაც რძეს ორთქლი აუვა, ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.
- შუშის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
- ჯამში, ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქარი, ნაღები და არაჟანი.
- შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ რძისა და ჟელატინის ნაზავი.
- ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში.
- მინანქრისთვის აიღეთ პატარა ქვაბი და ერთმანეთში აურიეთ კაკაო, შაქარი და ჟელატინი, დაუმატეთ წყალი და რძე და კარგად აურიეთ.
- დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადურებამდე. მასა ერთგავროვანი უნდა გახდეს.
- შემდეგ გადმოგდით ცეცხლიდან და ახადეთ გაცივება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
- გამოიღეთ მაცივრიდან ნაღების მასა, მოასხით მინანქარი და შედგით მაცივარში 5 საათით.
გემრიელად მიირთვით.