ასე შემწვარი კარტოფილის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ

ასე შემწვარი კარტოფილის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ
FPAPARAZZI-ი გთავაზობთ ახალი კარტოფილის მომზადების უგემრიელეს რეცეპტს
საჭირო მასალა:
  • კარტოფილი (სასურველია ახალი)- 1 კგ
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ
  • სუნელები: კურკუმა, პროვანსული ბალახები, ტკბილი წითელი პაპრიკა- 0,5 ჩ.კ
  • კამა- 1 კონა
  • ნიორი- 4 კბილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:
კარტოფილი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, რადგან იგი კანიანად მზადდება. გასუფთავებული კარტოფილი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ერთმანეთში აურიეთ სუნელები. პაპრიკა კარტოფილს ანიჭებს მოტკბო გემოს, პროვანსული ბალახების სუნელი- განუმეორებელ არომატს, ხოლო კურკუმა აძლევს ოქროსფერს. დაუმატეთ სუნელებს ზეთი და ამოავლეთ მასში კარტოფილი. შემდეგ კი მოაყარეთ მარილი.
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ქაღალდი და კარტოფილი სათითაოდ დააწყვეთ ზედ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და აცხვეთ 20-25 წუთით. სანამ კარტოფილი გამზადდება, წვრილად დაჭერით კამა. 5 წუთით ადრე კარტოფილის გამოღებამდე, მოაყარეთ მას კამა და შეაბრუნეთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით.