კრემ-კარამელი - დესერტი განსაკუთრებული სტუმრისთვის

კრემ-კარამელი - დესერტი განსაკუთრებული სტუმრისთვის
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს დესერტი მისთვის, ვისაც გსურთ, თავი დიდი ხნით დაამახსოვროთ.
ინგრედიენტები:
  • რძე 650 მლ
  • შაქრის პუდრა 1,25 ჭიქა
  • ვანილის ჩხირი
  • 3 კვერცხის გული
  • 3 კვერცხი

მომზადების წესი:
ტაფაზე დაყარეთ 0,5 ჭიქა შაქრის პუდრა და დადგით ცეცხლზე. ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, გაადნეთ ტაფაზე შაქარი იქამდე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაუმატეთ 2 ს/კ წყალი და გააგძელეთ მორევა. გაანაწილეთ კარამელი 4 ცალ კერამიკულ ფორმაში.
ვანილის ჩხირი გატეხეთ შუაზე, დაასხით რძე და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. ამოიღეთ ვანილის ჩხირი.
ათქვიფეთ დარჩენილი შაქრის პუდრა და კვერცხი და კვერცხის გულები. როცა მასა კარგად გათეთრდება, დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ გაატარეთ მიღებული მასა საცერში.
ჩაასხით მიღებული კრემი კარამელიან ფორმებში, ჩადგით ცეცხლგამძლე ფორმაში. ჩაასხით ფორმაში წხელი წყალი შუამდე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოაბრუნეთ ფორმები თეფშზე, კრემ-კარამელი მარტივად გადმოვარდება და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით.