გიყვართ ყავა? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ მეცნიერების ნააზრევი ამ სასმელის შესახებ
საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია ცხოვრება ყავის გარეშე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები წუთიერ დასვენებასა და დაღლილობის მოხსნას, სწორედ ყავის მიღებაში ხედავენ. არაერთხელ გვსმენია ყავის იმ უარყოფითი თვისებების შესახებაც, რასაც ის ადამიანის ორგანიზმში იწვევს.
უარყოფითი მხარე: სტომატოლოგიის თვალსაზრისით, ყავის მოხმარების პირველი და შესაძლოა, მთავარი უარყოფითი მხარეა მისი გავლენა კბილების ფერზე. ფაქტია, რომ ყავის მოყვარულებს სხვებზე უფრო ხშირად აქვთ ყვითელი ან ღია მოყავისფრო კბილები. ყავასთან რეგულარული კონტაქტის გამო კბილის მინანქარი იღებება, უპირველეს ყოვლისა, მასში არსებული მიკრონახეთქების გამო. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, კბილი შეიძლება შეიფეროს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რადგან დროთა განმავლობაში კბილები იცვითება და შიშვლდება მათი შიდა შრე - დენტინი, რომელიც მინანქარზე უფრო ადვილად იღებება. ამ შემთხვევაში, თანამედროვე სტომატოლოგია უკვე უძლურია, მიუხედავად თავისი გათეთრების მრავალი ტექნოლოგიისა.
მიკრონახეთქების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია ცხელი და ტკბილი სასმელების ხშირი მიღება, რომელთაგან ერთ-ერთია ყავა. კბილის მინანქარს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, თუ ცხელ ყავას სვამთ ქუჩაში ცივ ამინდში ან ნაყინთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში კბილებზე მოქმედებს არა უბრალოდ ცხელი, არამედ ორი კონტრასტული ტემპერატურის საკვები. ეს მეორე უარყოფითი მხარეა, რომლის გათვალისწინებაც ასევე აუცილებელია.
მესამე, ყავა ხელს უწყობს კბილის ნადების დიდი რაოდენობით წარმოქმნას. ყავა შეიცავს შაქარს, კაკაოს ზეთს და მრავალ მძიმე ნახშირწყალს და მისი გამოყენების დროს კბილების ზედაპირებზე ღრძილის გასწვრივ წარმოიქმნება ნადები, რომლის ადგილზეც მალე ვითარდება მავნე მიკრობების კოლონიები. სტომატოლოგები ამას უწოდებენ კბილის ნადების განვითარების პირველ სტადიას, რომელსაც მოსდევს დანარჩენები.
დადებითი მხარე: ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, ყავას ვერ ვუწოდებთ ჩვენი კბილების აბსოლუტურ მტერს. იტალიაში, ქ. პავიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგადაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ყავა ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ეს ხდება ყავის ბაქტერიციდული თვისებების გამო, რის შედეგადაც ბაქტერიები ვერ მაგრდებიან კბილების ზედაპირებზე.
ამ სიახლეს ასევე თან ახლდა სტომატოლოგების მიერ, კბილების წმენდის მაგივრად დილით და საღამოს ყავის დალევის რეკომენდაციები. იგულისხმება უშაქრო ყავა, ნაღებისა და მისაყოლებლის გარეშე. ამ თვალსაზრისით, ყავის საუკეთესო სახეობებად დასახელდა არაბიკა და რობუსტა. მსგავსი კვლევებით აშშ-ში დადგინდა, რომ ყავა შეიცავს ქლოროგენისა და ნიკოტინის მჟავებს და სწორედ ისინი უშლიან ხელს კარიესის წარმომქმნელი მიკრობების გამრავლებას.
ამერიკელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ყავა ხელს უშლის ყელისა და პირის ღრუს კიბოს განვითარებას. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, 40%-ით უკეთ არიან ამ დაავადებებისგან დაცულნი, ვიდრე დანარჩენები. ეს კოფეინის ქიმიური შემადგენლობის შედეგია.
ზემოთ თქმულიდან შეიძლება შემდეგი დასკვნები გავაკეთოთ:
ყავის მოყვარულებს, რომლებიც კბილების ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ, შეუძლიათ მიიღონ საყვარელი სასმელი და ამავდროულად არ უნდა დაავიწყდეთ პირის ღრუს ჰიგიენისა და მოვლის ზოგიერთი თავისებურება;
მიკრონახეთქების წარმოქმნისა და კბილების შეღებვის ასაცილებლად, არ დალიოთ ძალიან ცხელი ყავა და არ დაუმატოთ მასში ცივი ნაყინი;
კბილებზე შაქრის უარყოფითი გავლენის შესახებ სტომატოლოგები დიდი ხანია საუბრობენ, ამიტომ აუცილებლად შეამცირეთ ყავაში შაქარი;
კბილების შეღებვისა და კბილის ნადების ასაცილებლად, კბილები გაიწმინდეთ ყავის ყოველი მიღების შემდეგ.
თუ გულდასმით დაიცავთ ამ რეკომენდაციებს, ყავისადმი თქვენი სიყვარული კარგად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ სიხარულის ჰორმონების გამომუშავებას. ამიტომ, დალიეთ ყავა და ისიამოვნეთ ცხოვრებით, ოღონდ არ დაგავიწყდეთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა!