„შოპის“ სალათა - კლასიკა, რომელსაც რთულია მოუძებნო შედარება. გემრიელი კერძი ქორფა ბოსტნეულისგან
მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი შოპის სალათა - დასავლეთ ბულგარეთიდან არის და ძალიან პოპულარულია დასავლეთევროპულ ქვეყნებში.
იმისათვის, რომ სალათა ყველაზე საპატივცემულო სტუმრებისთვისაც შესაფერისი გამოვიდეს, fpaparazzi გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ორ ნიუანსს. პირველ რიგში გამოიყენეთ დამარინადებული ან გამომცხვარი ბულგარული წიწაკა, მეორე, მოსასხმელად უმჯობესია გამოიყენოთ არარაფინირებული მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!

- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- კიტრი 2 ცალი
- ბრინზა 100 გ
- მარილი გემოვნებით
- ზეთისხილი გემოვნებით
- პომიდორი 2 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
- შავი პილპილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბულგარულ წიწაკას ამოაცალეთ თესლი და მოათავსეთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გააცივეთ და გააცალეთ კანი.
- პომიდორი, წიწაკა და კიტრი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, ხოლო ხახვი - წვრილად. ბრინზა გახეხეთ.
- ბოსტნეული მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მარილი (გახსოვდეთ, ბრინზაც საკმაოდ მარილიანი ყველია), პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- მორთეთ სალათა ზეთისხილითა და სასურველი მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!