სასმელი ყველა დაავადების წინააღმდეგ: გაიწმინდეთ ორგანიზმი, აიმაღლეთ იმუნიტეტი, დაიკელით წონა და გამოიკეთეთ ხასიათი

სასმელი ყველა დაავადების წინააღმდეგ: გაიწმინდეთ ორგანიზმი, აიმაღლეთ იმუნიტეტი, დაიკელით წონა და გამოიკეთეთ ხასიათი
ალბათ უკვე იცით, რომ ჯანჯაფილი ფლობს უამრავ სასარგებლო თვისებას: ეს პროდუქტი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს, ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, ხელს გვიწყობს გახდომაში და აჩქარებს ცხიმოვანი უჯრედების წვის პროცესს.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიზიარებთ უგემრიელესი საზაფხულო სასმელის მომზადების რეცეპტს, რომელიც გიხსნით აუტანელი სიცხისგან და დაგეხმარებათ ორგანიზმის გაჯანსაღებაში. გარდა ამისა, ჯანჯაფილის სასმელი ხელს გვიწყობს გახდომაში, ფიგურის კორექტირებაში და ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდაში.

ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა (600მლ) წყალი;
  • 4 ს.კ თაფლი;
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი;
  • ჯანჯაფილის ფესვი (6-9სმ);

მომზადება:

  1. დადგით წყალი საშუალო ცეცხლზე და ჩაწურეთ მასში ლიმონი, ჩაამატეთ წვრილად გახეხილი ან დაქუცმაცებული ჯანჯაფილის ფესვი, მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნარევი გაგრილდება, ჩაამატეთ მასში თაფლი და გულდასმით გადაურიეთ.
  2. მიღებული სასმელი შეინახეთ მაცივარში და მიირთვით დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. როგორც უკვე გითხარით, ჯანჯაფილის სასმელი გიხსნით ზაფხულის ცხელ დღეში, დაგეხმარებათ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ამაღლებაში, გამოგიკეთებთ ხასიათს და თავიდან აგარიდებთ უამრავ სერიოზულ დაავადებას.