ეს სასმელი მოგიხსნით გულძმარვას, მუცლის შებერილობას და დაგეხმარებათ გამოძინებაში!

ეს სასმელი მოგიხსნით გულძმარვას, მუცლის შებერილობას და დაგეხმარებათ გამოძინებაში!
ხშირად დასაძინებლად სავსე კუჭით ვწვებით, რაც მძიმე საკვების მიღებით ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ცუდი მუშაობითაა განპირობებული. ამ ფაქტს დიდი ალბათობით გულძმარვამდე და უძილობამდე მივყავართ.

ჩვენ ვიცით, თუ როგორ დაგეხმაროთ ასეთ სიტუაციაში. ქოქოსის ზეთის, ჯანჯაფილისა და კურკუმას ნარევი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს საშუალება გვიხსნის კუჭის გაღიზიანებას, გულძმარვას და საგრძნობლად გვიუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ქოქოსის ზეთი ჯანსაღი ცხიმების უშრეტი წყაროა და ის ძლიერ ანტიმიკრობულ თვისებებს ფლობს, რაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება.

კურკუმა ანთების საწინააღმდეგო და ანსტისეპტიკური ძლიერი საშუალებაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება.

რეცეპტს, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, უამრავი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის:
  • გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში;
  • გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის;
  • აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ათხევადებს მას;
  • ხელს უშლის წყლულების განვითარებას;

საკუთარი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ეს საშუალება ხსნის ტკივილის ართრიტის დროს.

მომზადება

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ქოქოსის ზეთი;
  • ჯანჯაფილის პატარა ფესვი ან 1 ჩ.კ ჯანჯაფილი გახეხილი ფესვი;
  • 1 ჩ.კ კურკუმა;
  • 1 ს.კ ორგანული, ნატურალური თაფლი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული შავი პილპილი;

მომზადების წესი:

ამ გემრიელი და სასარგებლო სასმელის მომზადება ძლზედ მარტივია. ის დაგიმშვიდებთ კუჭს, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, მოგიხსნით შებერილობას და გულძმარვას.

სასურველ ჭურჭელში შეურიეთ თითოეული ინგრედიენტი თაფლის გარდა. მიღებული ნარევი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ჩაამატეთ მასში თაფლი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

ეს სასმელი უნდა მიირთვათ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე პატარ-პატარა ყლუპებით.