გერმანული უძველესი რეცეპტი, რომელიც არტერიებს რამდენიმე დღეში გაგიწმენდთ

გერმანული უძველესი რეცეპტი, რომელიც არტერიებს რამდენიმე დღეში გაგიწმენდთ
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გერმანულ რეცეპტს, რომელიც ხანმოკლე დროში და მინიმალური ძალისხმევით დაგეხმარებათ არტერიების მთლიანად გაწმენდაში. ეს რეცეპტი შედგება 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან, რომლებიც გარდა არტერიების გაწმენდისა, დაგეხმარებათ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ინგრედიენტები:
  • ჯანჯაფილის საშუალო სიგრძის ფესვი;
  • 4 გაუთლელი ლიმონი;
  • ნივრის 4 დიდი კბილი;
  • 2 ლიტრი წყალი;

მომზადება:

დააქუცმაცეთ კარგად გარეცხილი ლიმონი და ჯანჯაფილის ფესვი თავის კანთან ერთად. მოიათავსეთ ორივე ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად გადაურიეთ. გაასუფთავეთ კანისგან ნიორი და ჩაამატეთ ის სხვა ინგრედიენტებთან ერთად ჯანჯაფილისა და ლიმონის ნარევში. კვლავ გადაურიეთ ბლენდერში. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. როგორც კი ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მიეცით ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ ეს საშუალება, სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში ან ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

თითოეული გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად ნახევარი ჭიქის ოდენობით დილით, მშიერ კუჭზე. არტიერიების გაწმენდის 2 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ აიღეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება. შეგიძლიათ გაიმეორეთ ეს კურსი იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.

არ ინერვიულოთ ნივრის უსიამოვნო სუნზე, ის განეიტრალდება მომზადების პროცესში!