თუ თქვენ დიეტის დაცვაგიჭირთ, მიმართეთ ამ სასმელს. 1 კვირაში მინუს 3-4 კგ

თუ თქვენ დიეტის დაცვაგიჭირთ, მიმართეთ ამ სასმელს. 1 კვირაში მინუს 3-4 კგ
ჯანჯაფილის ფესვი - სასარგებლო ნივთიერებების უშრეტი წყარო. ეს პროდუქტი ფლობს უამრავ გასაოცარ სამკურნალო თვისებას: არეგულირებს წნევას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს გვიწყობს გახდომაში.

ლიმონი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით, რის გამოც ეს ციტრუსი წარმოუდგენლად სასარგებლო და ეფექტურია ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ზემოთ მოცემული ორი კომპონენტის შერწყმით ჩვენ ვიღებთ ცხიმწველ კოქტეილს, რომელიც ჭარბი კილოგრამებისგან და ცხიმოვანი ფენებისგან ხანმოკლე დროში გაგათავისუფლებთ.



როგორ მოვამზადოთ ცხიმწველი კოქტეილი

ინგრედიენტები:
  • 2 ლიტრი წყალი
  • 100 გრამი პიტნა
  • 2 ლიმონი
  • 10 გრამი ჯანჯაფილის გახეხილი ფესვი

მომზადება:

  1. დაჭერით პიტნა პატარა ნაჭრებად, გამოწურეთ წვენი 2 ლიმონისგან, გახეხეთ ჯანჯაფილი წვრილ სახეხზე.
  2. თითოეული ინგრედიენტი ჩაამატეთ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ წყალში.
  3. მიღებული სასმელი დააყოვნეთ 2-3 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. შეინახეთ მაცივარში.



მიირთვით 100 მილილიტრი ეს სასმელი ყოველი ჭამის წინ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაზარდეთ დოზა 200 მილილიტრამდე. 7 დღიანი კურსის შემდეგ აუცილებელია გარკვეული დროით შესვენების აღება.

ერთი კურსის ფარგლებში თქვენ დაახლოებით 3-4 კილოგრამს დაიკლებთ.

მაქსიმალური შედეგის მისაღწევად შეიტანეთ საკუთარ კვების რაციონში გარკვეული ცვლილებები და დატვირთეთ თავი ფიზიკურად.