ქლიავის მურაბისგან დაყენებული ღვინის რეცეპტი

ქლიავის მურაბისგან დაყენებული ღვინის რეცეპტი
fpaparazzi წარმოგიდგენთ შინაური ღვინის რეცეპტს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები მურაბისგან მზადდება.
საჭირო მასალა:
  • წყალი 1 ლ
  • ქლიავის მურაბა 1 ლ
  • ქიშმიში 100-150 გ

მომზადება:
ჩაასხით წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ 25 გრადუსამდე.
3 ლიტრიან ქილაში ჩაასხით ქლიავის მურაბა, დაასხით გაგრილებული წყალი და ჩაყარეთ ქიშმიში (გაურეცხავი).
დააფარეთ ქილას კაპრონის თავსახური და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირა.
როცა ზედაპირზე აპკს გაიკეთებს - მოხადეთ და გადაიტანეთ სითხე სუფთა ქილაში. შემდეგ ქილას რეზინის ხელთთამი ჩამოაცვით თავზე და გააჩერეთ კვლავ ბნელ ადგილას დუღილის დასრულებამდე.