ყველაზე პოპულარული ბრაზილიური დიეტა: 1 თვეში მინუს 12 კგ. ეს რეალობაა!

ყველაზე პოპულარული ბრაზილიური დიეტა: 1 თვეში მინუს 12 კგ. ეს რეალობაა!
გსმენიათ ოდესმე ბრაზილიური დიეტის შესახებ? დღესდღეობით ეს დიეტა სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი ავტორი ორ კვირაში 10 კილოგრამის დაკლებას გვპირდება.

ეს დიეტა იყოფა ორ ტიპად: სწრაფი და ნორმალური. ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ნორმალურ ტიპს, რადგან მეორე ტიპი გულისხმობს კალორაჟის ჯერადად შემცირებას და უამრავ პროდუქტზე უარის თქმას, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტის ფარგლებში თქვენ მოგიწევთ დღეში 4-5-ჯერ კვება. ამ დიეტის დაცვის დროს თქვენ ძირითადად მოგიწევთ ხილითა და ბოსტნეულით კვება. საჭიროა მოტივაციისა და მოთბინების უნარის წყალობით ხანმოკლე დროში მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცდებით.

ბრაზილიური დიეტის გეგმა

ორშაბათი
  • საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1 ფოთოხალი და 1 ბანანი.
  • წახემსება: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1 პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
  • სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი და 100 გრამი ნედლი ბოსტნეულის სალათი.
  • ვახშამი: იგივე, რაც სადილი.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1 პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.

სამშაბათი

  • საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი რბილად მოხარშული კვერცხი.
  • წახემსება: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
  • სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 2 მოხარშული კარტოფილი და 4 სალათის ფურცელი.
  • ვახშამი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 1 კარგად მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და ბარდის მარცვლები.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.

ოთხშავათი

  • საუზმე: 1 ჭიქა უცხიმო რძე და პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
  • წახემსება: 100 გრამი უცხიმო ყველი.
  • სადილი: 100 გრამი ბრინჯი და 150 გრამი ნედლი კომბოსტო ერთ სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან და დაქუცმაცებულ ნიახურთან ერთად.
  • ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 4 სალათის ფურცელი და 1 ვაშლი.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.

ხუთშაბათი

  • საუზმე: 1 ჭიქა ანანასის წვენი და 60 გრამი ანანასი.
  • წახემსება: 1 ჭიქა ანანასის წვენი და პატარა ნაჭერი გახუხული პური.
  • სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, პატარა ნაჭერი უცხიმო ყველი და ერთი ფორთოხალი.
  • ვახშამი: 2 მოხარშული კარტოფილი და 150 გრამი ნედლი სტაფილოს სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ანანასის წვენი და პატარა ნაჭერი გახუხული პური.

პარასკევი

  • საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
  • წახემსება: 1 ფორთოხალი და 1 ვაშლი.
  • სადილი: 150 გრამი მოხარშული თევზი და 2 მოხარშული სტაფილო.
  • ვახშამი: პატარა ნაჭერი პური და ბოსტნეულის სუპი.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.

შაბათი

  • საუზმე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ერთი პატარა ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
  • წახემსება: 150 გრამი მოხარშული ჭარხალი შეზავებული ზეითუნის ზეთით.
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი და ერთი ნაჭერი პური.
  • ვახშამი: 100 გრამი ნედლი ბოსტნეულის სალათი და 100 გრამი შემწვარი სოკო.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და 2 ორცხობილა.

კვირა

  • საუზმე: 1 მტვეანი ყურძენი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლით) და ერთი ბანანი.
  • წახემსება: 1 ჭიქა სტაფილოს წვენი და ტოსტერში გახუხული პურის პატარა ნაჭერი.
  • სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 100 გრამი ნედლი კომბოსტოს სალათი, მწვანე ხახვი და 1 ლიმონის წვენი.
  • ვახშამი: 1 თასი ბოსტნეულის სუპი, 100 გრამი მოხარშული თევზი და სალათის 4 ფურცელი.
  • წახემსება დაძინებამდე: 1 ჭიქა ვაშლის წვენი და ორი ცალი ლეღვის ჩირი.

თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ დიეტის გეგმას 2-4 კვირის განმავლობაში. დიეტის დამთავრების შემდეგ განაგრძეთ ბოსტნეულისა და ხილის მიღება, რადგან ეს პროდუქტები ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.

დამატებით, რეკომედირებულია დღეში მინიმუმ ნახევარი საათით ფიზიკური აქტივობით დაკავება. სურვილისამებრ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით ან ველოსიპედით.