ხაჭოს ჩებურეკი — ნაზი კერძი შემოქმედებითი ბულგარელებისგან!

ხაჭოს ჩებურეკი — ნაზი კერძი შემოქმედებითი ბულგარელებისგან!
თურქი და მონღოლი ხალხის ტრადიციული კერძია ჩებურეკი, მაგრამ ბულგარელების რუგუვაჩკები, არაფრით ჩამორჩება მათ, ამ ხაჭოს კვერების ცომი იდეალურია, რადგან ის არის ნაზი ელასტიური და ცხობის დროს ჰაეროვანია.

ამ ჩებურეკებს ამზადებენ ხაჭოთი, იმიტომ რომ ცომი ძალიან ნაზია, ხორცი მომზადებას ვერ მოასწრებს , ხოლო თუ წინასწარ მომზადებულ ხორცს გავუკეთებეთ წვენი არ ექნება.

ინგრედიენტები:
  • ხაჭო - 700გრ.
  • ოხრახუში - 25 გრ.
  • წყალი - 200 მლ.ლ
  • ზეთი - 100მლ.ლ
  • მწვანე ხახვი - 25გრ
  • კამა - 25გრ
  • კარაქი - 100გრ.
  • ფქვილი - 700გრ
  • მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. აადუღეთ წყალი, სანამ ადუღდეს დაჭერით კარაქი კუბიკებად, და გადაასხით ადუღებული წყალი.
  2. როგორც კი კარაქი დადნება დაუმატეთ მწიკვით მარილი, ფქვილი. მოზილეთ ცომი, გადაახვიეთ ცელოფანში და დადგით 20 წუთით
  3. ვამზადებთ გულსართს წვრილად დაჭერით მწვანილი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ ხაჭოში
  4. გაყავით ცომი რამოდენიმე თანაბარ ნაწილად გააბრტყელეთ თხლად, დაალაგეთ ზედ ხაჭო და მიეცით ჩებურეკების ფორმა, შებრაწეთ ზეთში ორივე მხრიდან.

ბულგარული რუგუვაჩკები უნდა მიართვათ ცხელ-ცხელი, მის მოსამზადებლად ხშირად გამოიყენებენ ბრინზის ყველს, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ შეიძლება მარილიანი გამოვიდეს. მწვანილსაც გამოიყენებენ გემოვნებით, ხოლო ხახვი რჩება როგორც აუცილებელი ინგრედიენტი.