სასარგებლო და გემრიელი პიტნის მურაბა! - მომზადების ორი მეთოდი

სასარგებლო და გემრიელი პიტნის მურაბა! - მომზადების ორი მეთოდი
გაგისინჯავთ პიტნის მურაბა? თუ არა, მაშინ აუცილებლად მოამზადეთ და გასინჯეთ! მისი გემო და არომატი გაგახარებთ და გაგაოცებთ. ეს ტკბილეული შესანიშნავად შეერწყმება ნებისმიერ დესერტს და გაალამაზებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

პიტნის ფოთლები - შესანიშნავი პროდუქტია კულინარიული ექსპერიმენტებისათვის. თუკი თქვენ მოგწონთ დესერტები და სასმელები პიტნის გემოთი, ყოველთვის იქონიეთ მაცივარში პიტნის ნაზი მურაბა. პიტნის მურაბა შეგიძლიათ მიირთვათ ბლინებთან ერთად. პიტნის მურაბას ასევე ასხავენ ნაუინს, მასში ალბობენ ბისკვიტურ ორცხობილებს. მურაბას ერთგვაროვანი კონსისტენცია აქვს ამიტომ მისი შერევა ნებისმიერ კრემში შეიძლება, მიქსერში ათქვეფით კი მიიღებთ ჰაეროვან მასას.

პირველი მეთოდის ინგრედიენტები:
  • 250გ პიტნის ფოთოლი
  • 1კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადების წესი:
  1. პიტნის ღეროები ფოთლებით, გავრეცოთ გავშროთ და დავჭრათ.
  2. ლიმონი დავჭრათ წვრილად, კანთან ერთად.
  3. ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში და ვხარშოთ 10 წუთი. დავაყენოთ მთელი ღამით.
  4. ამის შემდეგ ნაზავი გაწუროთ, წვენი გავფილტროთ, დავუუმატოთ შქარი და ვხარშოთ მომზადებამდე.
  5. ცხელი მურაბა ჩავასხათ ბანკებში და მაშინთვე მოვხუფოთ.

    მეორე მეთოდის ინგრედიენტები:
    • 400გ პიტნის ფოთოლი
    • 1კგ შაქარი
    • 1 ჩ/ლ ლიმონის მჟავა
    • 1ჭიქა წყალი


    მომზადების წესი:
    1. გავრეცხოთ ცივ წყალაში პიტნა
    2. ქვაბში ჩაყარეთ ნახევარ კილო შაქართან ერთად მორიგეობით
    3. ზემოდან მოვასხათ 1 ს/კ წყალში გახსნილი ლიმონის მჟავა.
    4. შეანჯღრიეთ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 6 საათი.
    5. ამასთანავე დარჩენილი შაქრისგან და ერთი ჭიქა წყალით მოვადუღოთ სიროპი, მოვხსნათ ქაფი და წვენი დავასხათ პიტნიდან გამოდენილ წვენს.
    6. მოცემული 6 საათის შემდეგ პიტნა დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
    7. ცხელი პიტნა ჩავასხათ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.