მუცლის შებერილობა ფიტნეს-მოდელებსაც აწუხებთ! აი როგორ ებრძვიან ამ პრობლემას ისინი

მუცლის შებერილობა ფიტნეს-მოდელებსაც აწუხებთ! აი როგორ ებრძვიან ამ პრობლემას ისინი
ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმს საკმაოდ უცნაური თავისებურება ახასიათებს. არსებობს ისეთი დღეები, როდესაც მათი მუცელი აბსოლიტურად ბრტყელი მდგომარეობიდან, გაბერლ მდგომარეობაში გადადის. ამასთანავე, ეს არ ხდება იმაზე დემოკიდებულებით თუ რას ჭამს ან სვავს ადამიანი.

ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი პრობლემით ნავარჯიშები მამაკაცები და ქალბატონებიც იტანჯებიან, რის გამოც არა მხოლოდ ტანსაცმლის შერჩევაა მოუხერხებელი, არამედ ხშირად ამის გამო უხერხულ მდგომარეობაშიც ვარდებიან.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი სპტონტანური შებერილობისაგან ფიტნეს მოდელებიც იტანჯებიან. ფიტნეს-ბლოგერი ტიფანი ბრინისთვის (Tiffany Brien) ასევე ცობილია ეს უხერხული პრობლემა, რომლის შესახებაც ის ინფორმაციას საკუთარი Facebook-ის გვერდზე გვიზიარებს.

იმისთვის, რომ თქვენთვის თვალსაჩინო იყოს, თუ რა კონკრეტულ პრობლემაზე გვაქვს საუბარი, გთავაზობთ 2 სურათს, რომელთა გადაღებას შორის შუალედი 12 საათია.
პირველი ფოტო გადაღებულია დაძინების წინ, ხოლო მეორე - დილით, გაღვიძებისთანავე. ამ ფოტოებს შორის სხვაობა თვალსაჩინოა.

ჩვენი ცხოვრება ყოველთვის არ არის ისეთი, როგორიც სოციალრ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდნ ჩანს - წერს მოდელი. მინდოდა ეს ფოტო თქვენთვის გამეზიარებინა იმის საჩვენებლად, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არაფერია საშიში, თუ თქვენ წარუმატებელი დღეები გაქვთ, როდესაც თქვენი ორგანიზმი უარს ამბობს გამართულად მუშაობაზე. ნუ ინაღვლებთ, ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს


აქამდე ბრინი მუცლის შებერილობაში უძილობას, სტრეს, ჰორმონებს და არასწორ კვებას ადანაშაულებდა. ის ამ პრობლემას რამოდენიმე წელი ებრძოდა.

გოგონას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მუცლის შებერილობა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს დამართნოდა, მაშინაც კი თუ ჯანსაღად იკვებებოდა.

ზოგჯერ ორგანიზმი წყვეტს იმ საკვების მიღებას, რომელსაც თქვენ აქამდე მშვიდად მიირთმევდით. თქვენ უბრალოდ ამასთან შეგუება მოგიწევთ. ფიქრობთ ეს სახალისოა? სულაც არა.


ბრინმა გააცნობიერა, რომ საკვების დადანაშაულება ამ პრობლემაში არ ღირს, ხოლო სტრესს კი ნამდვილად აქვს ნეგატირუ გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.

მე ნერვუული, დაძაბული სამუშაო მაქვს, სტრესული სიტუაციებით აღსავსე, რომლის ზეწოლის ქვეშაც ყოველდღიურად მიწევს ყოფნა. მე მომწონს ჩემი სამუშაო, არასდროს გამჩენია მისი გამოცვლის სურვილი, მაგრამ მე აუცილებლად მესაჭიროება თავისუფალი დრო განტვირთვისთვის, სტრესის მოსახსნელად. რთული სამუშაო დღეების შემდეგ ორგანიზმისთვის დასვენება აუცილებელია!


იმისთვის, რომ მუცლის უნებლიე შებერილობა აერიდებინა, ბრინმა დაიწყო ბლოგის წარმოება ვარჯიშებზე, რომელიც სტრესის მოხსნაში ეხმარება. როგორც სჩანს, მას ყველაფერი გამოუვიდა. მან უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო და ამაში სხვებსაც ეხმარება.



მე ვიცი, თუ რას ვაკეთებ არასწორად და ისიც ვიცი როგორ გავმოვასწორო ეს, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლა საკმაოდ რთულია. მე ვცდილობ მეტი დრო დავუთმო ძილს, დავსვენებას და მივეჩვიო სწორ კვებას, რის შედეგადაც დადებითი შედეგები უკვე სახეზეა. მე მომავალშიც გავაგრძლებ თქვენთვის ფოტოების და რჩევების გაზიარებას

ბრინს იმედი აქვს, რომ მისი ცხოვრების ახალი წესი და ფიტნესი შთააგონებს და დაეხმარება სხვებსაც ყოველდღიური სტრესის დაძლევაში, ასევე იმის გაცნობიერებაში, თუ რა მავნე გავლენა აქვს მას ჩვენს ორგანიზმზე.