არ გაწუხებთ ჭარბწონიანობა, თუმცა გაქვთ გაბერილი მუცელი? ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა!
ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დისკომფორტის განცდა მუცლის არეში და მისი შებერილობა დაგროვილი გაზებითაა განპირობებული. გარკვეულწილად, ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა ქრონიკულად გვაწუხებს და მუცელი მუდამ შემობერილი გვაქვს? მიზეზები, რის გამოც ეს უსიამოვნო მოვლენა იჩენს თავს:
ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი ინფორმაციითაა დატვირთული. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
- თქვენ არ მიირთმევთ საკმარისი რაოდენობით წყალის - აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ უამრავი დაავადება სწორედ ორგანიზმის გაუწყლოების შედეგად იჩენს თავს, რის გამოც აუცილებელია აკონტროლოთ ყოველდღიურად მიღებული წყლის დოზა. გადაეჩვიეთ ყავას, ჩაის, ალკოჰოლოს, გაზირებულ სასმელებს და ა.შ. მიირთვით ყოველდღიურად 6-8 ჭიქა წყალი, რათა თავიდან აირიდოთ მსგავსი პრობლემები.
- ყაბზობა (შეკრულობა) - თუ თქვენ გაწუხებთ შეკრულობა, აუცილებელია დატვირთოთ საკუთარი კვების რაციონი ისეთი პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით ბოჭკოებს შეიცავს. მოერიდეთ თავიდანვე დიდი რაოდენობით ბოჭკოების მიღებას, რადგან ასე შეიძლება კიდევ უფრო დიდი ზიანი მოუტანოთ საკუთარ ჯანმრთელობას. გაზარდეთ მათი დოზა ნელ-ნელა, საფეხურებრივად. მიირთვით დიდი რაოდენობით კენკრა.
- სტრესი - უახლესმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ შებერილობა და დისკომფორტის განცდა მუცლის არეში შესაძლებელია სწორედ ჭარბი სტრესით იყოს განპირობებული. უფრო კონკრეტულად, სტრესის შედეგად ჩვენი ტვინი ვეღარ აწვდის სიგნალს საჭლის მომნელებელ სისტემას, რის გამოც ის შეფერხებებით იწყებს მუშაობას.
- სწრაფი ჭამა - თუ თქვენ საკვებს ხარისხიანად არ ღეჭავთ, ჩვენს ორგანიზმს გაცილებით დიდი დრო და ენერგია ესაჭიროება მის გადასამუშავებლად, რის შედეგადაც სავსებით შესაძლებელია თავი იჩინოს მუცლის შებერილობამ.
- ნახშირწყლები - აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მუცლის შებერილობა დიდი ალბათობით ჭარბი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებითაა განპირობებული. შეიდგინეთ კვების ისეთი რაციონი, რომელშიც ყოველდღიურად მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ასე თქვენ შეძლებთ ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან არიდებას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი ინფორმაციითაა დატვირთული. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!