ბრტყელი მუცლის 10 საიდუმლო, რომლის შესახებაც ყველა დუმს
არც იფიქრო მუცლის შეზნექვა იმის გამო, რომ ჩაეკვეხო საყვარელ, ვიწრო ჯინსში, - ეს მეთოდი არაფერს მოგცემს. არსებობს სხვა მეთოდები, რომლებიც დაგეხმარება, მოიშორო ზედმეტი სანტიმეტრები წელის გარშემოწერილობიდან და მუცელი ბრტყელი და მოხდენილი გახადო.
1. მაგიური დრო
აუცილებლად წიახემდე 15-სა და 16 საათს შორის რაიმე ისეთით, რაც ბევრ ცილას შეიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ერთი მუჭა თხილი/ნიგოზი იქნება, პროტეინიანი კოქტეილი თუ 100 გრ ხაჭო. სადაც უნდა იყო, რასაც უნდა აკეთებდე, არ უნდა დაივიწყო ამ წახემსების შესახებ.
2. ბურთის გარეშე არ გამოვა
აუცილებლად შეასრულე ვარჯიშები სპეციალური სავარჯიშო ბურთით, მინიმუმ კვირაში სამჯერ, 20-20 წუთი.
3. აქსიომა ყველასთვის: შაქარი მინიმალურად
ეს საშუალებას მოგცემს, შეინარჩუნო ორგანიზმში გლუკაგენის მაღალი დონე, რაც შენი მთავარი მეგობარი იქნება ბრტყელი მუცლისათვის ბრძოლაში. იმისათვის, რომ მიხვდე, რა ჰორმონია ასეთი, წარმოიდგინე პატარა მონსტრი, რომელიც მოგზაურობს შენს ორგანიზმში და ავრცელებს ცხიმებს. სწორედ ეს არის გლუკაგენი.
4. ღეჭე, ღეჭე დიდხანს!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ საჭმლის გადამუშავება პირშივე იწყება. ამიტომაც ზედმიწევნით კარგად დაღეჭე საკვები, რაც მუცლის შებერილობასაც აგარიდებს თავიდან.
5. იხელმძღვანელე ჯაჭვით: კვება – კარდიოდატვირთვა-კუნთების გამკვრივება-მუცლის პრესის ვარჯიშები
მსოფლიოს საუკეთესო ფიტნეს-ინსტრუქტორები გვირჩევენ დღის შემდეგ განრიგს: 60 წუთი ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად, 20 წუთი კარდიოს შესასრულებლად, 15 წუთი გაწელვებისთვის და ძალოსნური ვარჯიშებისთვის, და ბოლოს, თუნდაც 5 წუთი მუცლის პრესის გასავარჯიშებლად.
6. რაც შეიძლება ნაკლები მარილი!
ზედმეტი მარილი მუცლის შებერვას იწვევს. ამიტომაც ჩვეულებრივი საკვები მარილის ნაცვლად გამოიყენე ზღვის მარილი. ასევე, უარი თქვი სოიოს სოუსებზე. თუ გსურს, პიკანტური გემო შემატო კერძს, სცადე კაიენური წიწაკა – ის საუკეთესოა ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებლად.
7. გამოიწვიე მოწინააღმდეგე რინგზე!
ხუმრობა იქით იყოს: ბევრი ინსტრუქტორი გვირჩევს, დავუმატოთ ვარჯიშს კრივის ელემენტები. ბოქსი – ეს სწორედ ის სპორტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ზედმეტ წონას. დაუმატე შენი ვარჯიშების ჯაჭვს 15 წუთი კრივის ელემენტები და 2 კვირაში 3 სმ-მდე მოიკლებ წელის არეში!
8. გაამახვილე ყურადღება ღირსებებზე
თუ არ შეგიძლია ბრტყელი, ლამაზი მუცლით მოიწონო თავი – ნუ დაღონდები. აუცილებლად გექნება ისეთი რამ გარეგნობაში, რაც შეგიძლია თამამად წარმოაჩინო. გაამახვილე ყურადღება სწორედ ასეთ ღირსებებზე! თუ გაქვს მაღალი ფეხები – ჩაიცვი მოკლე კაბები. გაქვს ლამაზი მკერდი? აუცილებლად ატარე დეკოლტე.
9. რაოდენობას აქვს მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად და ყველგან ეს გესმის, კიდევ შეგახსენებ: ჭამე პატარა ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. ასევე, ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენს რაციონში შედიოდეს ბევრი ცილოვანი პროდუქტი.
10. იცინე, რამდენიც გინდა!
კვლევებით დადგინდა, რომ სიცილი მუცლის კუნთების დაჭიმვას უწყობს ხელს. ეს, ალბათ, ყველაზე მარტივი და სასიამოვნო მეთოდია იმისათვის, რომ შენი ოცნების მუცელი მიიღო. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ჯგუფური მეცადინეობის ახალი მიმართულება – სიცილის იოგა.