„ცეზარი“ ორაგულით
fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ლეგანდარული სალათის განსხვავებულ და უგემრიელეს ვერსიას ორაგულით.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გააცალკევეთ უმი 2 ცალი კვერცხის გული ცილისგან, დანარჩენი ორი მოხარშეთ კარგად.
ათქვიფეთ უმი კვერცხის გული და წვრილ ნაკადად ჩაუშვით მასში ლიმონის წვენი, თქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ ასევე წვრილი ნაკადით ჩაუშვით წინასწარ მაცივარში გაცივებული ზეთი. არ შეწყვიტოთ თქვეფა. როცა კონსისტენცია არაჟნის საშუალო სისქეს მიაღწევს, დაუმატეთ სოიოს სოუსი და კიდევ ცოტა ხანს თქვიფეთ. როცა 2 კვერცხი მაგრად მოიხარშება, გაფცქვენით, გამოაცალეთ გულები და შეათქვიფეთ სოუსის ძირითად მასას. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, 1 ჩ/კ მდოგვი, ანჩოუსები და ყველაფერი დააბლენდერეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად გახეხილი პარმეზანი.
მიიღებთ სქელ მაიონეზის კონსისტენციის სოუსს.
მოამზადეთ ინგრეტიენტები სალათისთვის: დახიეთ ხელით სალათის ფოთლები, პომიდორი გაჭერით შუაზე (თუ ჩერია), ორაგული დაჭერით საშუალო ნაჭრებად. მოამზადეთ თეთრი პურის ორცხობილები ღუმელში (წინასწარ მოასხით ზეთი, რომელშიც ნიორი იქნება ჩაჭყლეტილი), ან შეიძინეთ უკვე მზა, ცეზარის ორცხობილები.
თეფშზე მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ლამაზად, ორაგული ზემოდან დაალაგეთ, შუაში დაახეხეთ პარმეზანი. სოუსი დაადეთ რამდენიმე ადგილას ან მიიტანეთ ცალკე.
რჩევა: არავითარ შემთხვევაში არ ამოურიოთ სალათას, თორემ ორცხობილები დალბება, ისინი კი ხრაშუნა უნდა დარჩეს.
გემრიელად მიირთვით.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი (2 ცალი უმი კვერცხის გული და 2 მოხარშული)
- ლიმონის წვენი 1 ს/კ
- ზეთი 100 მლ
- სოიოს სოუსი 2 ს/კ
- ნიორი 2-3 კბილი
- დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი 1 ს/კ, ან ჩვეულებრივი 1 ჩ/კ
- დაკონსევებული ანჩოუსი 2-3 ცალი
- გახეხილი პარმეზანი 2 ს/კ სოუსისთვის და 1 ს/კ ზემოდან მოსაყრელად
- ცეზარის ორცხობილები ან გახუხული პური (უმჯობესია, ტოსტის) – 200 გ
- პომიდორი ჩერი ან პატარა პომიდვრები 70 გ
- ორაგულის მარილში გამოყვანილი ფილე რამდენიმე ნაჭერი