ისინი, ვინც სახელმწიფოს ჩუმად მართავენ: ”რუხი კარდინალები”
როგორც ცნობილია, ყოველი მმართველის უკან დგას ადამიანი, რომელიც ურჩევს და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების კორექტირებასაც კი ახდენს. ასეთ ადამიანებს ”რუხ კარდინალებს” უწოდებენ. დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ისტორიული პიროვნებების მიმოხილვას, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვყნების საქმეებში, ამასთან, მუდმივად ჩრდილში იმყოფებოდნენ.
ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამბლე (მამა ჟოზეფი)
ტერმინი ”რუხი კარდინალი” ცნობილი კარდინალი რიშელიეს პერიოდში გაჩნდა. მის გარემოცვაში იმყოფებოდნენ დამხმარეები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკას აწარმოებდნენ, ასევე მონაწილეობას იღებდნენ სამეფო კარის ინტრიგებში. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამბლე. მას მერე, რაც მან თმა ბერის მსგავსად შეიჭრა, მეტსახელად ”მამა ჟოზეფი” ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კარდინალი მხოლოდ სიკვდილის წინ გახდა, უმეტესობა მას პატივისცემის გამოსახატად ”თქვენო უდიდებულესობა”-თი მიმართავდა.
ჰენრიხ ოსტერმანი
პეტრე პირველის გარემოცვაში, რომელიც ნიჭიერ ადამიანებს იახლოვებდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩრდილში ამჯობინებდნენ ყოფნას. ასეთებს მიეკუთვნება გრაფ ჰენრიხ ოსტერმანი, ან როგორც მას უწოდებდნენ - ანდრეი ივანეს ძე. ოსტერმანი ეხმარებოდა პეტრე პირველს თავისი რჩევებით. მისი რამდენიმე დიპლომატიური მისიაც ძალზედ წარმატებული გამოდგა. პეტრე პირველის გარდაცვალების შემდეგ, ოსტერმანმა განაგრძო მოღვაწეობა ეკატერინა I და ანა იოანეს ასულთან.
პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე
კიდევ ერთი რუხი კარდინალი, რომელიც 5 მთავრობის ცვლას მოესწრო, გახლდათ ფრანგული პოლიციის მინისტრი, ჟოზეფ ფუშე. საფრანგეთის რევოლუციის დროს ეს უპრინციპო პოლიტიკოსი იაკობელებს დაუდგა მხარში, შემდეგ სხვა პარტიისკენ გადაინაცვლა. ნაპოლეონის სათავეში მოსვლის შემდეგ ფუშემ იმავე თანამდებობაზე განაგრძო მოღვაწეობა, გზადაგზა კი თავის პოლიტიკურ სვლებს ახორციელებდა. ბურბონების ტახტზე დაბრუნების მომენტში, მათ უდიდეს ქომაგად მოევლინა. მსგავსმა მეთოდმა კიდევ 2-ჯერ გაჭრა, და ყოველ ჯერზე ფუშე ახერხებდა, ”საჭირო” პოლიტიკა ეწარმოებინა ხელისუფლებაში დასარჩენად.
ევნუხი ლი ლიანინი
ჩინური სამეფო კარის ”რუხ კარდინალებად” შეიძლება ევნუხები მივიჩნიოთ. ეს ადამიანები ისტორიას ქმნიდნენ, ამასთან, მუდამ ჩრდილში რჩებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ლი ლიანინი. ლეგენდის თანახმად, მან თავისი თავის კასტრაცია მოახდინა სასახლეში თავის დასამკვიდრებლად. ლი ლიანინი მეხუთე (ყველაზე დაბალი დონის) საყვარელს, ლან კეს დაეხმარა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მმართველი გამხდარიყო. ჯილდოს სანაცვლოდ ევნუხმა გოგონა ცეკვის, მუსიკის, სასიყვარულო ხელოვნების მასწავლებლებთან გაამწესა. შედეგად, ჩინეთის ერთადერთი მემკვიდრის დედა, ცისი - იმპერიის ყველაზე უმოწყალო და გავლენიანი მმართველი გახდა.