ლეგენდარული საყვარლები, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ისტორიის სვლაზე

ლეგენდარული საყვარლები, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ისტორიის სვლაზე
ისტორიამ უამრავი დამპყრობელისა და მმართველის სახელი შემოინახა. მაგრამ ხშირად ხდებოდა ისე, რომ ყოველი მამაკაცის უკან ქალი იდგა, რომელიც ბუნებრივი გარეგნობისა და მახვილგონიერების დახმარებით გავლენას ახდენდა ქვეყნის ბედზე. FPAPARAZZI გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი საყვარლის ისტორიას, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ისტორიაში.

კლეოპატრა ლამაზმანი სულაც არ გახლდათ, მაგრამ მან იცოდა, თუ როგორ გამოეყენებინა თავისი ქალური შარმი, რათა მამაკაცს მასთან ღამის გატარების სურვილი გასჩენოდა, თუნდაც სცოდნოდა, რომ მეორე დილას მას მოკლავენ. კლეოპატრამ იცოდა, როგორ მიენიჭებინა მამაკაცისთვის სიამოვნება. გარდა ამისა, ეგვიპტის დედოფალი ბრძენიც იყო. თითოეულ მამაკაცთან სხვადასხვაგვარად იქცეოდა. იულიუს კეისართან ჭკუას და სიმშვიდეს ავლენდა, მარკუს ანტონიუსთან კი ბობოქრობდა.

მესალინა
ვალერია მესალინას სახელი ქალური აღვირახსნილობის სიმბოლო გახდა. მესალინა კალიგულას სამეფო კარში ძალზედ პოპულარული იყო. მან მოახერხა, რომის იმპერატორ კლაუსიუსს გაჰყოლოდა ცოლად. ისტორიკები ტაციტი და სვეტონიუსი ახსენებდნენ, იმპერატორის ცოლობის პერიოდში თუ როგორ სტუმრობდა გამოგონილი სახელით მესალინა ბორდელს და თავს მეძავად ასაღებდა.

აღვირახსნილობის მიუხედავად, მესალინას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზე. იგი მართავდა იმპერატორს, ამგვარად, სენატი მის მითითებებს ასრულებდა. მესალინა წარუმატებელი პოლიტიკური გადატრიალების შედეგად დაიღუპა.

თაის ათენელი

თაის ათენელი ცნობილია, როგორც ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი. რატომღაც, იგი არ გამოსახა არცერთმა მოქანდაკემ ან მხატვარმა, მაგრამ მის სილამაზესა და ქმედებებზე დღემდე ლეგენდები დადის.

როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, თაისი გარეგნობით საგრძნობლად გამოირჩეოდა დანარჩენი ბერძენი ქალებისგან: მას სპილენძის ელფერის კანი და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, რითაც გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევდა. რა თქმა უნდა, ალექსანდრე მაკედონელს არ შეეძლო, არ შეენიშნა ეს მშვენიერება.

თაის ათენელმა სახელი გაითქვა იმით, რომ გადაწვა პერსეპოლისი მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელის ჯარმა სპარსები გაანადგურეს და ქალაქი დაიპყრეს. დიოდორე სიცილიელისა და პლუტარქეს ჩანაწერების თანახმად, თაისი შიშველი, ეტლზე ამხედრებული შევიდა ქალაქში, მის სხეულზე მხოლოდ ძვირფასეულობა იყო. აღგზნებულმა მამაკაცებმა უმალვე შეასრულეს ათენელის განკარგულება. სპარსელთა ქალაქის არქიტექტურული და კულტურული ღირშესანიშნაობები ბოლომდე გადაწვეს. ამგვარად ჰეტერამ შური იძია ათენის დანგრევისთვის.

მარკიზა დე პომპადური

ფრანგი მეფის, ლუდოვიკო XV-ს ფავორიტი ქალის სასიყვარულო ისტორიები ლეგენდად არის ქცეული. ამბობდნენ, რომ მას შეეძლო მამაკაცის სურვილები დღეში რამდენჯერმე დაეკმაყოფილებინა. სექსუალურობის საიდუმლო კი შოკოლადი და ნიახური გახლდათ, რომლებიც ძლიერ აფროდიზიაკებად მიიჩნევა. საუზმეზე მარკიზა ფინჯან შოკოლადს მიირთმევდა, რომელშიც ნიახურის დაფქული ძირი იყო დამატებული.

ძლიერი ვნებასთან ერთად, ქალს ძალზედ გამჭრიახი გონება ჰქონდა. მარკიზა დე პომპადურმა ( ჟანა-ანტუანეტა პუასონი) მოახერხა 20 წლის განმავლობაში დაემონებინა მონარქი. მეფის ფავორიტს უდიდესი გავლენა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.