უძველესი დროის სამხედრო ელიტა: ყველაზე უშიშარი მეომრები, რომელთა შესახებ ლეგენდები შეთხზეს
მეომრები და ბრძოლები სათავეს სამყაროს შექმნიდან იღებს. ჯარების ნაწილი არასაკმარისი მომზადების გამო იღუპებოდა, ნაწილი კი - მთლიან სტრატეგიებს შეიმუშავებდა. დღემდე შემორჩენილია ისტორიული მტკიცებულებები უძველესი პერიოდის მეომრების უშიშრობის შესახებ. ამჟამად მსგავს ჯარებს ელიტურს უწოდებენ.
სპარტანელები
ცნობილი 300 სპარტანელი, რომლებიც ლეგენდებითაა მოცული და ასე პოპულარულია თანამედროვე კინემატოგრაფში, სამხედრო ელიტას - ჰიპეებს მიეკუთვნებოდნენ. ჰიპეი ბერძნულად მხედარს ნიშნავს, სპარტანელთა შორის, ძირითადად ქვედანაყოფის ქვეითები იყვნენ.
ისტორიას შემორჩა თერმოპილეს ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი. მეფე ლეონიდი ვერ ახერხებდა სპარსი მეფის, ქსერქსის წინააღმდეგ ჯარის შეკრებას, რადგან სპარტაში ღმერთების პატივსაცემად დღესასწაულები ტარდებოდა, და დელფიურმა ორაკულმა იწინასწარმეტყველა ან დამარცხება სპარტაში, ან ერთ-ერთი მეფის სიკვდილი. ლეონიდმა ლაშქრობაში მხოლოდ პირადი გვარდია - 300 ჰიპეი წაიყვანა. არცერთ მეომარს არ შეეძლო უკან დახევა, რადგან ის შინ ან ფარით, ან ფარზე უნდა დაბრუნებულიყო. სპარტანელები სპარსელების მრავალრიცხოვან ჯარს მანამ აკავებდნენ, სანამ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ეფიალტემ მტრის ჯარი მთის ბილიკზე არ გაიყვანა და სპარტანელები ალყაში არ მოაქცია.
თებეს ძველბერძნული მეომრები
მთავარსარდლები მიიჩნევდნენ, რომ მეომრები არ გაიქცევიან ბრძოლის ველიდან, რადგან მეწყვილეს მარტო არ დატოვებენ. რიგი გამარჯვებების მერე თებეს ჯარი ალექსანდრე მაკედონელის მამასთან, ფილიპთან შეტაკებისას დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თებეს მეომრები დაიღუპნენ, მაკედონიის მეფემ მათი თავგანწირვა და უშიშრობა აღნიშნა.
სპარსი ”უკვდავნი”
ძველ სპარსეთშსაც გააჩნდა თავისი სამხედრო ელიტა. თუმცა, ამ სუპერ-მეომრების რიცხვი არა 300, არამედ 10 000-ს აღწევდა. მათ ”უკვდავთა” არმია ეწოდებოდა, რადგან ჯარისკაცის სიკვდილის შემთხვევაში, მის ადგილას სხვა ჯარისკაცი დგებოდა რაოდენობის შესანარჩუნებლად. ”უკვდავები” პრივილეგიებით სარგებლობდნენ: ლაშქრობისას მათ ქალები და მოახლეები დაჰყვებოდათ, ძვირფასი სამოსი ეცვათ. მაგრამ, ისტორიის მიხედვით, მათი მომზადების დონე ჩვეულებრივ სპარტანელებისას ბევრად ჩამოუვარდებოდა. ბერძნულ-სპარსული რამდენიმე ომის შემდეგ ”უკვდავთა” ჯარი დაიშალა.
იანიჩარები
თურქულ სამხედრო ელიტად იანიჩარები მიიჩნეოდა. ჯარისკაცები ქრისტიანი ყმაწვილები ხდებოდნენ, რომლებიც ყაზარმა-მონასტრებიდან აჰყავდათ და ისლამური ტრადიციებით ზრდიდნენ. ოფიციალურად სულთანის პირადი გვარდია მის მონებად ითვლებოდა. იანიჩარები დამპყრობლურ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ და ახშობდნენ ქვეყნის შიგნით აჯანყებებს.
XVI საუკუნემდე იანიჩარებს აკრძალული ჰქონდათ ქორწინება და საკუთარი სახლის ქონა. XVII საუკუნეში სამხედრო ელიტამ ძალაუფლება გაითავისა და ახლა უკვე სულთანს უნდა შეშინებოდა მათი. იანიჩარები აქტიურად იყვნენ ვაჭრობით დაკავებული, ქორწინდებოდნენ და სამეფო კარის ინტრიგებში იღებდნენ მონაწილეობას. 1826 წელს იანიჩარებმა როგორც გვარდიამ შეწყვიტა არსებობა. როდესაც აჯანყება სცადეს, მათი ყაზარმები დახვრიტეს.
ვარანგები
ბიზანტიელ იმპერატორსაც ჰყავდა თავისი განსაკუთრებული ჯარი, მაგრამ ის არა ადგილობრივი მეომრებისგან, არამედ დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპელებისგან შედგებოდა. მაღ ვარანგები ეწოდებოდათ. ერთ-ერთმა ისტორიკოსმა ბიზანტიელებისა და ევროპელების უნარ-ჩვევების შედარებისას, პირველებს ”თიხის ქოთნები”, ხოლო მეორეებს ”ლითონის ქვაბები” უწოდა.
დაქირავებული მეომრები იმპერატორის ერთგული იყვნენ, მათგან შედგებოდა სასახლის დაცვა და საომარი ლაშქრობის ელიტური ქვედანაყოფები. ვარანგები დისციპლინირებულ მეომრებად ითვლებოდნენ, და მსახურობის საპატიო უფლება თაობიდან თაობაზე გადადიოდა. 1204 წლის ჯვაროსნების გამარჯვებისა და მათ მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ვარანგთა ჯარი დაიშალა.