ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
სამწუხაროდ ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვარსკვლავის სიკვდილი დაადასტურა მისმა პირადმა აგენტმა ბარიე მარშალმა, რომლის მიზეზადაც განუკურნებელ დაავადებას ასახელებენ.

ჯო კოკერი უნიკალური ადამიანი გახლდათ უნიკალური შესაძლებლობებით. მისი კარიერა 1960 წელს შეფილდის კლუბებსა და ბარებში სიმღერით დაიწყო და დაახლოებით 40 წელს გასტანა. იგი საზოგადოებამ ყველაზე კარგად გაიცნო ჯგუფი ბიტლსის სიმღერის "With A Little Help From My Friends" ქავერის შესრულებით.
ჯო კოკერმა თავისი უნიკალური ხმით ძალიან მცირე დროში შეძლო საზოგადოების სიყვარულის მოპოვება და ძალიან მალე მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.


ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა