გსურთ სწრაფად 1,5-2 კილოგრამის დაკლება? ამაში სოფი ლორენის დიეტა დაგეხმარებათ!

გსურთ სწრაფად 1,5-2 კილოგრამის დაკლება? ამაში სოფი ლორენის დიეტა დაგეხმარებათ!
სოფი ლორენი გვთავაზობს საკუთარ ექსპრეს-დიეტას, რომელიც 3 დღეში 1,5-2 კილოგრამის დაკლებაში გვეხმარება. მსახიობის თქმით, სწორედ ეს დიეტა წარმოადგენს მისი ლამაზი ფიგურის საიდუმლოს. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მცირე ულუფებით ჭამა, რათა თავიდან ავირიდოთ კუჭის გადატვირთვა და წონის მატება. გარდა ამისა, გახდომის პროცესისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ჭამა.

სოფი ლორენის 3 დღიანი ექსპრეს-დიეტა:

პირველი დღე

საუზმე: 170 გრამი ფორთოხლის წვენი, ერთი კარგად მოხარშული კვერცხი.

სადილი: 60 გრამი ბოსტნეულის სალათი, ინდაურის მოხარშული ხორცი, უცხიმო ყველი და სალათის ფურცლები.

ვახშამი: 115 გრამი მაკარონი, ისპანახის სალათი, 1 ვაშლი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ფინჯანი ხორბლის ფანტელები უცხიმო რძესთან ერთად.

სადილი: 115 გრამი სპაგეტი ინდაურის მჭლე ხორცთან ერთად, სალათის ფურცლები.

ვახშამი: 1 მსხალი.


მესამე დღე

საუზმე: პატარა ნაჭერი სუხარი უცხიმო ყველთა ერთად.

სადილი: 115 გრამი მწვანე სალათი ინდაურის ხორცთან ერთად.

ვახშამი: 2 ატამი.