''სამი გრაცია": ბელგიელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ეს დიეტა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

''სამი გრაცია": ბელგიელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ეს დიეტა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
დიეტა ''სამი გრაცია'' შეიმუშავეს ბელგიელმა დიეტოლოგებმა სპეციალურად ქალბატონებისთვის. ექიმების მტკიცებით, სხვადასხვა პროდუქტებისადმი სიყვარული განპირობებულია ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონების დონით.

ბელგიელი დიეტოლოგების აზრით, დაბალანსებულ კვების რაციონს შეუძლია ჰორმონალური ფონის კორექტირება, რასაც წონის კლებამდე მივყავართ. კარგად დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოებს და ამოირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს თქვენი სხეულის ტიპს.

''სამი გრაცია": ბელგიელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ეს დიეტა სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ინდივიდუალური დიეტა

1. ფიგურის პირველი ტიპი - ვენერა. ამ ქალბატონებისთვის დამახასიათებელია სხეულის მრგვალი ფორმები და თხელი კანი. ბარძაყები და გვერდები - ამ ტიპის ფიგურის მქონე ქალბატონების ყველაზე პრობლემური ზონები. ამ ადამიანებს განსაკუთრებული სიყვარული რძის პროდუქტებთან აკავშირებთ.



ვენერების კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა იყოს გამდიდრებული ყველით, ნედლი და მოხარშული ბოსტნეულით, ბოსტნეულის სუპებით და უცხიმო ხაჭოთი.

პირველი დღე
  • საუზმე: ხილის ახლადგამოწურული წვენი და 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
  • სადილი: ბოსტნეულის მსუბუქი სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით.
  • ვახშამი: ნედლი ბოსტნეული, 30 გ ხმელი ყველი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი.

მეორე დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1 ნაჭერი ჭვავის პური ყველის პატარა ნაჭერთან ერთად.
  • სადილი: 2 ვაშლი და კიტრისა და პომიდვრის სალათი.
  • ვახშამი: ორთქლზე მოხარშული მინტაი და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული.

მესამე დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
  • სადილი: თინუსის, მწვანე ხახვისა და კვერცხის სალათი.
  • ვახშამი: ყაბაყისა და საქონლის 150 გრამი მოხარშული ხორცის რაგუ.

2. მეორე ტიპის ფიგურა - ნიმფა. ამ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებიან არც თუ ისე მაღალი, გამოუკვეთავი წელისა და ვიწრო თეძოების მქონე ქალბატონები. ყველაზე ხშირად მათ მუცლის არეზე ცხიმების დაგროვების პრობლემა აწუხებთ. ამ ქალბატონებს განსაკუთრებული სიყვარული თევზის, ბოსტნეულის და ხილის მიმართ აკავშირებთ.



ნიმფების ორგანიზმში ესტროგენის დეფიციტის გამო აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება თხილეულით, სიმინდით, ტკბილი წიწაკით, პომიდვრით და გაუსუთავებელი ბრინჯით.

პირველი დღე

  • საუზმე: მიუსლი ჩირითა და უცხიმო იოგურტით.
  • სადილი: ბოსტნეულის რაგუ.
  • ვახშამი: ორთქლზე მოხარშული ყავისფერი ბრინჯი ბულგარულ წიწაკასთან და კონსერვირებულ სიმინდთან ერთად.

მეორე დღე

  • საუზმე: მიუსლი უცხიმო იოგურტით.
  • სადილი: კონსერვირებული სიმინდი ხახვთან და პომიდორთან ერთად, ერთი მუჭა ნიგოზი.
  • ვახშამი: მოხარშული ბრინჯი შეზავებული შემწვარი საქონლის ხორცით, 1-2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური.

მესამე დღე

  • საუზმე: მიუსლი ახალი ხილითა და რძით.
  • სადილი: გახეხილი სტაფილოსა და ვაშლისგან მომზადებული სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით, 1-2 პატარა ნაჭერი ჭვავის პური.
  • ვახშამი: ოსპისა და პომიდვრის რაგუ.

3. მესამე ტიპი - ამაზონკა. საშუალო სიმაღლის, სპროტული აღნაგობის ქალბატონები. მათ განსაკუთრებული სიყვარული ხორციან კერძებთან აკავშირებთ. ექიმები ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ ქალბატონების ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონები ჭარბობს.

ამაზონკებისთვის რეკომედირებულია: ქათმისა და ინდაურის ფილე, ნედლი ბოსტნეულის სალათი.

პირველი დღე

  • საუზმე: ხილის სალათი.
  • სადილი: სპაგეტი ბოსტნეულის ბულიონით.
  • ვახშამი: ინდაურის მოხარშული ფილე, ნედლი სტაფილო.

მეორე დღე

  • საუზმე: 1 ჭიქა ხილის წვენი და 150 გრამი უცხიმო ხაჭო.
  • სადილი: ვაშლისა და სტაფილოს სალათი, 2 კივი.
  • ვახშამი: უცხიმო ქათმის ბულიონი ქათმის ფილეს პატარა ნაჭრებით და მოხარშული თეთრი ბრინჯი.

მესამე დღე

  • საუზმე: 200 გრამი უცხიმო რძე და სალათის რამდენიმე ფურცელი.
  • სადილი: ქათმის ფილესა და გრეიფრუტის სალათი.
  • ვახშამი: სპაგეტი ბოსტნეულის რაგუთი.

ამ სამი დღის განმავლობაში თქვენ შეძლებთ 1,5-3 კილოგრამის დაკლებას. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული დიეტის დაცვის დროს აუცილებელია გონივრული რაოდენობით, მცირე ულუფებით კვება. თუ მიღებული შედეგით არ დაკმაყოფილდებით, შეგიძლიათ გაიმეოროთ დიეტა.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ ინფორმაციის გაზიარება!