აჭარული ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი

აჭარული ხაჭაპურის მარტივი რეცეპტი
ხაჭაპური - რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი კერძია. მისი უამრავი რეცეპტი არსებობს. თუმცა, დღეს მის ყველაზე მარტივ და გემრიელ ვერსიას გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • მშრალი საფუარი 1 ჩ/კ
  • ფქვილი 500 გ
  • ზეთი 1 ს/კ
  • 600 გ სულუგუნი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 3 ს/კ კარაქი
  • შაქარი 1 ჩ/კ
  • 8 კვერცხი
  • მარილი


მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაახალეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ მარილი და შაქარი, დაუმატეთ ფქვილი და საფუარი. მოზილეთ გლუვი ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ ჩაზილეთ და გააჩერეთ 30 წუთი.
  2. მანამდე მოამზადეთ გულსართი. გახეხეთ ყველი მსხვილად, დაუმატეთ 2 კვერცხი. თუ სულუგუნი არ არის მარილიანი, დაუმატეთ ცოტა მარილი და კარგად აურიეთ.
  3. ცომი კიდევ ჩაზილეთ, გაყავით 5 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული, მიეცით დიდი ოვალის ფორმა.
  4. თითოეულ ოვალზე გადაიტანეთ თანაბარი რაოდენობის გულსართი, მოუკარით კიდეები ისე, რომ დატოვოთ შუაში 3-4 სმ ადგილი.
  5. წაუსვით ხაჭაპურს კვერცხი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
  6. გამომგცვარ ხაჭაპურში ჩაახალეთ თითო კვერცხი და შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ მხოლოდ ცილა არ შეიკვრება.
  7. გამოიღეთ და ცხელ-ცხელში ჩადეთ კარაქის ნაჭერი.


გემრიელად მიირთვით.