შინ მომზადებული ტარხუნის გამაგრილებელი ლიმონათი
FPAPARAZZI-ი გთავაზობთ ტარხუნის ლიმონათის რეცეპტს, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. თუმცა, ის, იმაზე გემრიელია, ვიდრე ნაყიდი.
საჭირო მასალა:
მომზადება:
5 ჭიქა წყალში ჩაყარეთ შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 2/3 ხელით დასრესილი ტარხუნა. გააგრილეთ ნაყენი და გაწურეთ.
გრაფინში ჩაასხით მომზადებული სიროფი და დაუმატეთ ლიმონის წვენი. ჭიქებში ჩამოასხით, ჩაყარეთ ყინულის კუბები და მორთეთ ლიმონის ნაჭრებითა და ქორფა ტარხუნის ღერებით.
საჭირო მასალა:
- 1 ჭიქა შაქარი
- ერთი კონა ტარხუნა
- 3 ჭიქა ლიმონის წვენი
- 1 პატარა ლიმონი