ჟოლოს უალკოჰოლო მოჰიტო!

ჟოლოს უალკოჰოლო მოჰიტო!
fpaparazzi უგემრიელესი სასმლის რეცეპტს გთავაზობთ.. მოასწარით, სანამ ჟოლოს სეზონია.

საჭირო მასალა:
  • ჟოლო 10 ცალი
  • წყალი 0,5 ჭიქა
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • გაზიანი წყალი 150 მლ
  • ყინული გემოვნებით
  • ლაიმის წვენი 2 ს/კ
  • პიტნა 6 ღერი


მომზადების წესი:
  1. პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაუმატეთ შაქარი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააცივეთ.
  2. მოჰიტოს ბოკალში ჩაყარეთ ჟოლო და პიტნის ფოთლები.
  3. დაუმატეთ 50 მლ შაქრის სიროფი და გაქენით ჟოლო და პიტნა კოვზით.
  4. დაუმატეთ ბოკალში ყინულის კუბები, ლაიმის წვენი, რამდენიმე მთელი ჟოლო და ჩაასხით გაზიანი წყალი.
  5. მორთეთ კოქტეილი ლაიმის ნაჭრებითა და ჟოლოთი.

გემრიელად მიირთვით!