ყავის ლიმონათი - მატონიზირებელი გამაგრილებელი სასმელი

ყავის ლიმონათი - მატონიზირებელი გამაგრილებელი სასმელი
fpaparazzi გთავაზობთ ლიმონათის რეცეპტს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს შესანიშნავი სასმელია, თუმცა ზაფხულს ის განსაკუთრებით უხდება.
საჭირო მასალა:
  • 35 გ დაფქული ყავა
  • 1 ლ წყალი
  • 6 ნაჭერი ლიმონი
  • ყინულის კუბიკები
  • დაფქული დარიჩინი გემოვნებით
  • დაფქული მუსკატის კაკალი
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი

მომზადება:
ცეცხლგამძლე ჯამში ერთმანეთში აურიეთ შაქარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 7-10 წუთი.
მოხარშეთ 1 ლ ყავა თქვენთვის ჩვეული რეცეპტით, დაუმატეთ დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი და 150 მლ შაქრის სიროფი, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ. გააგრილეთ.
ჩამოასხით ჭიქებში, ჩაყარეთ ყინული და მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.