გამაგრილებელი სასმელი "ლემონანა"

გამაგრილებელი სასმელი "ლემონანა"
fpaparazzi წარმოგიდგენთ ცხელი დღეების ყველაზე გამაგრილებელ საშუალებას - პიტნისა და ლიმონის გაზიან სასმელს „ლემონანას“.
საჭირო მასალა:
  • 400 გ შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ ლიმონმჟავა ყოველ ერთ ჭიქა შაქარზე.
  • 2 ლ გაზიანი წყალი
  • 3-4 ლიმონი
  • ერთი დიდი კონა პიტნა

მომზადება:
ჯამში აურიეთ შაქარი, წყალი და ლიმონმჟავა. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი ხარშეთ 7-10 წუთი.
დაჭერით 3 ლიმონი, მოათავსეთ ჯამში და ჩაჭყლიტეთ. დაუმატეთ პიტნა (რამდენიმე ფოთოლი ცალკე გადადეთ) და დაასხით ცხელი სიროფი. გააცივეთ ოთახის ტეპერატურამდე და გაწურეთ.
გააზავეთ მიღებული სიროფი გაზიანი წყლით, შეანჯღრიეთ, ჩამოასხით ჭიქებში და გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით და პიტნით.