როგორ მოვამზადოთ ყავის არომატული ლიმონათი?

როგორ მოვამზადოთ ყავის არომატული ლიმონათი?
fpaparazzi ყველასათვის საყვარელი სასმლის მომზადების ორიგინალურ მეთოდს გასწავლით. ვფიქრობთ, ცხელ დღეებში განსაკუთრებით მოგეწონებათ ასეთი ყავა.
საჭირო მასალა:
სიროფისთვის:
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • ლიმონის ცედრა

ლიმონათისთვის:
  • 1 ½ ჭიქა ყავა
  • 1 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 1 ჭიქა სიროფი
  • 2 ჭიქა ტონიკი
  • ყინულის კუბები
  • ციტრუსის ნაჭრები მოსართავად

მომზადება:
  1. დაიწყეთ სიროფის მომზადებით.
  2. ჩაყარეთ ჯამში შაქარი, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და დაასხით წყალი.
  3. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ, რომ შაქარი მთლიანად გადნეს.
  4. გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
  5. გამოწურეთ ლიმონისგან ერთი ჭიქა წ ვენი (დაგჭირდებათ დაახლოებით 2 ½ მოზრდილი ლიმონი).
  6. ახლა ახალმოხარშული ყავა შეურიეთ სიროფს და ლიმონის წვენს და დაასხით ტონიკი.
  7. ლიმონათისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ახალმოხარშული ყავა, ასევე დილით მორჩენილიც.
  8. დაგვრჩა ყინულის კუბიკების ჩაყრა და ლიმონის ნაჭრებით მორთვა.

გემრიელად მიირთვით!