წამების საშინელი მეთოდები მარილის, ხორცისა და წყლის გამოყენებით

წამების საშინელი მეთოდები მარილის, ხორცისა და წყლის გამოყენებით
დღემდე შემზარავია ლიტერატურის წაკითხვა, სადაც მოთხრობილია შუასაუკუნეების წამების მეთოდების შესახებ, რომლებიც ადამიანის სხეულზე შესამჩნევ კვალს არ ტოვებდა, მაგრამ პიროვნულად ანადგურებდა ან კლავდა. დღეს FPAPARAZZI შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანის მიმოხილვას.

წამება მარილით
ეს მეთოდი არ გულისხმობდა მსხვერპლის ნაიარევზე მარილის მოყრას - მსვერპლს მარილით კვებავდნენ. ასე აწამებდნენ ძველ ჩინეთში ”მარილის გამყალბებლებს”, რომლებიც სხვადასხვა ნივთიერებას უმატებდნენ მის წონაში გასაზრდელად. დამნაშავეებს ძალიან მარილიან საკვებს აჭმევდნენ, ამასთან, პრაქტიკულად, არ ასმევდნენ წყალს.

წამება წყლით

წამების საშინელი მეთოდები მარილის, ხორცისა და წყლის გამოყენებით

შუასაუკუნეებში, წამების სასტიკ მეთოდებთან ერთად, უფრო ”ჰუმანურსაც” იყენებდნენ. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლივ ასხამდნენ წყალს. ზედმეტი სითხე კუჭში საშინელ ტკივილს, შეშუპებას, ღებინებას და საბოლოოდ სიკვდილს იწვევდა. მსგავს მეთოდს რამდენიმე ათეული წლის წინათაც ჰქონდა ადგილი.

წამება მოხარშული ხორცით

ჩინელები მეტად მოხერხებული აღმოჩნდნენ პროდუქტებით წამების მხრივ. საკვებით წამების კიდევ ერთი მაგალითი - მოხარშული ხორცი. დამნაშავეს ვიწრო გალიაში სვამდნენ და უმარილო მოხარშული ხორცით კვებავდნენ და ასმევდნენ წყალს. ასე გრძელდებოდა 1 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ადამიანი კვდებოდა. მეცნიერები ამ მოვლენას იმით ხსნიან, რომ ჩინელები ძირითადად მცენარეული წარმოშობის პროდუქტით იკვებებოდნენ, და მხოლოდ ხორცს მათი კუჭი ვერ უმკლავდებოდა, ირღვეოდა ფერმენტების გამომუშავება, რომელიც აუცილებელია ხორცის შესათვისებლად. ამასთან, კვების მონელებისთვის მოძრაობაა საჭირო, რისი საშუალებაც მსხვერპლს გალიაში არ ჰქონდა.

წამება ქათმის კვერცხით



ერთ დროს წამების იარაღად ქათმის კვერცხსაც იყენებდნენ. მსვერპლს ხახაში ფართო მილს უთავსებდნენ, სადაც რამდენიმე მთლიან კვერცხს ყრიდნენ. კუჭს მათი გადამუშავება არ შეეძლო, ვინაიდან კვერცხის ნაჭუჭი ფერმენტაციას არ ექვემდებარება. კვერცხი განაგრძობდა მოძრაობას ნაწლავებში, რაც საშინელ ტკივილს იწვევდა. ამასთან, კვერცხი ხელს უშლის დანარჩენი პროდუქტის ბუნებრივი გზით გამოსვლას, რაც ადამიანისთვის ლეტალური შედეგის მომტანია.

წამება უძილობით

XX საუკუნეში ხშირი იყო უძილობით წამება. ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიჰყავდათ, რომ ის ნებისმიერ დანაშაულს აღიარებდა, ამასთან არავითარ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. ისტორიიდან ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიწისქვეშა გვირაბებში ძალზედ უყვარდათ ეჭვმიტანილებისთვის ”უძილო კვირეულის” მოწყობა. დაკითხვა ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა, დაპატიმრებულს კი ძილის საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე უშიშარი ადამიანებიც კი ტყდებოდნენ და აწერდნენ ხელს ყველაფერს, რაშიც მათ ბრალს სდებდნენ. დამტკიცებულია, რომ ორგანიზმის სრული დანგრევა 72-საათიანი უძილობის შემდეგ იწყება. ნერვული სისტემა ვერ უძლებს, რადგან ვერ იღებს ”გადატვირთვას” ძილის სახით. ადამიანი კარგავს რეალობის შეგრძნებას, დამცავი რეაქციები კი ვლინდება იმაში, რომ იგი მზადაა შეასრულოს ყველა დავალება, ოღონდ მალევე ეღირსოს დაძინება.