რატომ აირჩიეს იოდით გასამდიდრებლად მაინცდამაინც მარილი და არა სხვა პროდუქტი?!
იოდდეფიციტის პროფილაქტიკის ალტერნატიული საშუალებაა იოდიანი ჩაი, ხდება სხვა პროდუქტების იოდით გამდიდრებაც, მაგრამ მარილი ამ თვასაზრისით შეუცვლელია. ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება. ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5 - 10 გ) მცირეა და არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, სეზონზე, იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო, მაგრამ, იოდდეფიციტის სიმძიმის კვალობაზე, შესაძლოა გაიზარდოს მარილის იოდირების პროცენტი. მარილით იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150 - 250 მკგ იოდს მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათთვისაც კი, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. ამგვარად, თუ მოსახლეობას აქვს საშუალება, შეიძინოს ხარისხიანი მარილი სავაჭრო ქსელში, იოდპროფილაქტიკისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო - მოსახლეობას მხოლოდ იოდიანი მარილის შეძენა და მოხმარება ევალება.
კალიუმის იოდიდით გამდიდრებულ მარილს თავისებური სუნი, ფერი და გემო აქვს. ვინაიდან იოდიდი აქროლადი ნივთიერებაა, მარილი უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზენოქმედებას. მისი შენახვა სასურველია მჭიდროდ თავდახურულ მუქ ჭურჭელში. იოდიანი მარილი კერძს არა მომზადებისას, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ უნდა დაემატოს, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა იოდის ინაქტივაციას იწვევს. ამჟამად მსოფლიოს 40 ქვეყანაში მოქმედებს მარილის იოდირების უნივერსალური პროგრამა, რაც მოსახლეობისთვის მხოლოდ იოდიანი მარილის მიწოდებას ითვალისწინებს.