ორაგული ქონდრითა და თაფლის სოუსით

ორაგული ქონდრითა და თაფლის სოუსით
ეს რეცეპტი FPAPARAZZI-ს რედაქციამ მოიძია მათთვის, ვინც პიკანტურ გემოს ანიჭებს უპირატესობას. მოამზადეთ ორაგული არ რეცეპტით და არ ინანებთ.

საჭირო მასალა:
  • ორაგულის 4 ფილე (თითოეული დაახლოებით 150 გრ)
  • 50მლ თაფლი
  • 1ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 2 ჩ/კ ახალი ქონდრის ფოთოლი
  • ½ მარილი
  • 60მგ ლიმონის წვენი

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ერთმანეთში აურიეთ თაფლი, ლიმონის ცედრა, შავი პილპილი, ქონდარი, ნიორი და მარილი. დამაატეთ ლიმონის წვენი და მიღებულ მასაში რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ თევზის ფილე, შემდეგ კი დააწყვეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 13- 15 წუთის განმავლობაში. ძალიან უხდება ბრინჯის გარნირი.