მეტეომგრძნობელობა - როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს?!

მეტეომგრძნობელობა - როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს?!
ყველა ადამიანი ყურადღებიანი უნდა იყოს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. დააკვირდით და ხელი შეუწყვეთ თქვენს ორგანიზმს, გამოყავით ერთმანეთისგან რა გვნებთ და რა გარგებთ. მეტეოდამოკიდებულება ანუ მეტეომგრძნობელობა ამინდისადმი მომატებულ მგრძნობელობას ნიშნავს. გარემოს ტემპერატურის და წნევის მკვეთრი ცვლილება საგრძნობლად აუარესებს ჯანმრთელობას :
  • იწყება თავის ტკივილი,
  • სახსრების ტკივილი,
  • იწევს წნევა,
  • უარესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი კულმუხოა. ის ეხმარება სისხლძარღვებს გახდეს უფრო ელასტიური და სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 1,5 სუფრის კოვზ დანამცეცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირით, შემდეგ გადაწურეთ.
  2. დალიეთ თითო ჩაის ჭიქა ნაყენი 3 ჯერ დღეში, ჭამის წინ.
  3. მაგნიტური ქარიშხლებისა და ამინდის მკვეთრი ცვალებადობის პერიოდში ქრონიკული დაავადებების (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების) მქონე ყველა ადამიანს ვურჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში სვას ეს ნაყენი.



ექიმის კომენტარი: კულმუხო მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესურა და ფესვები მდიდარია ეთერზეთებით, ვიტამინით, პიგმენტებით, ლორწოთი. შეიცავს ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, ინსულინს და ფსევდო ინსულინს.
კულმუხო გვხვდება თირკმელების დაავადების სამკურნალო წამლის შემადგენლობაში. გარდა ამისა, იყენებდნენ უნებლიე შარდვის სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად.
თანამედროვე მედიცინაში კულმუხოს ფესურა იხმარება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ფილტვების სხვადასხვა დაავადებების დროს. ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, არის შარდმდენი, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს ნაწლავის მოტორულ და სეკრეტორულ აქტიურობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულების შეხორცებას.
რაც შეეხება მეტეომგრძნობელობის მკურნალობას, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დადებით ეფექტს იძლევა მცენარის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"