ეს სამკურნალო რეცეპტი სიბერეს ათეროსკლეროზის გარეშე გაგატარებინებთ

ეს სამკურნალო რეცეპტი სიბერეს ათეროსკლეროზის გარეშე გაგატარებინებთ
ზამთრის დაწყებისთანავე მწვავედ ვრეაგირებდი ამინდის ცვლილებაზე: ხან თავის ტკივილი მტანჯავდა, ხან - წნევის მატება. ექიმმა მითხრა: ათეროსკლეროზის გამო მეტეომგრძნობელობა გაქვთ მომატებულიო. თან დაამატა, საკმაოდ ასაკოვანი ბრძანდებით და ეს თქვენს სისხლძარღვებში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების ბრალიაო. ასაკოვანი ნამდვილად გახლავართ, - უკვე 70 -ს გადავაბიჯე, - მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა მაინც არ მსურდა. მთელი ცხოვრება წამლებს გავურბოდი, მაშინაც კი, როცა მათი თავისუფლად ყიდვის საშუალება მქონდა, საპენსიო ასაკში კი წამლების კიდევ უფრო დიდი მოძულე შევიქენი. გადავწყვიტე, საშველი მამის ბიბლიოთეკაში მომეძებნა - ის სამედიცინო შინაარსის წიგნებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან აგროვებდა. დიდი ხნის ძიება არ დამჭირვებია-ჩემი ყურადღება ერთ - ერთ წიგნში ჩადებულმა სანიშნემ მიიპყრო. გავშალე და სწორედ ის რეცეპტი აღმოვაჩინე, რომელიც მჭირდებოდა:

რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 1 ლ წითელი მშრალი ღვინო
  • 0,5 კგ შაქარი
  • 150 გრ პიშუშხა
  • 2 ც ფოთოხალი

მომზადების წესი:
აიღეთ 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 2 ცალი კანიანად გახეხილი ფოთოხალი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში.

მიღების წესი:
მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 3 - ჯერ, 2 სადილის კოვზი ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ორიოდე კვირაში შევამჩნიე, რომ წამალი მართლა მომიხდა. გახსოვდეთ: ნახარში უნდა დალიოთ უნალექოდ, ასე რომ, დალევის წინ ნუ შეანჯღრიეთ. ყველას ვურჩევ, წელიწადში ერთხელ ათეროსკლეროზის ასეთი პროფილაქტიკა ჩაიტაროს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი