ტომატის წვენში გამომცხვარი პომიდორი კვერცხით

ტომატის წვენში გამომცხვარი პომიდორი კვერცხით
FPAPARAZZI-ი გთავაზობთ ორიგინალური კერძის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც სტუმრებსაც გააოცებთ და დილის საუზმის პრობლემასაც ადვილად მოიხსნით.

საჭირო მასალა:
  • 4 პომიდორი
  • 4 კვერცხი
  • 100გ გახეხილი პარმეზანი
  • 200 მლ ტომატის პასტა
  • 100 მლ ცხელი წყალი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ½ ჩ.კ მარილი
  • ½ ჩ.კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:
პომიდვრებს მოაჭერით თავები, კოვზით ფრთხილად ამოაცალეთ რბილობი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შემდეგ კი პომიდვრებში ჩაახეხეთ პარმეზანი, ჩაახალეთ კვერცხი და ზევიდან კიდევ მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი.
სოუსისთვის:
გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ტომატის პასტა და ადუღეთ 2-3 წუთი საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ ცხელი წყალი და ადუღეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში.
მზა სოუსი გადატანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე, დააწყვეთ მასზე პომიდვრები და შედგით ღუმელში. აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.