ხალხური მედიცინის რეცეპტები გლაუკომის სამკურნალოდ

ხალხური მედიცინის რეცეპტები გლაუკომის სამკურნალოდ
გლაუკომა არის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას და მხედველობის ველის შევიწროებას, რაც საბოლოო ჯამში სრული სიბრმავის მიზეზი ხდება. ამ დაავადების დროს თვალშიდა წნევა იმიტომ იმატებს, რომ ჭარბად გროვდება ე.წ. თვალის სითხე. გლაუკომის საწყის სტადიაზე შეიძლება მხედველობის გაუარესებსთან ბრძოლა. ამიტომ მის დროულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ჭინჭრისა და შროშანის ნაყენს, ასევე გამორეცხვებს მარილიანი წყლით გლაუკომასთან საბრძოლველად


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. ½ ჭინჭარის ფოთლებს და 1 ჩაის ჭიქა შროშანის ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი.
  2. დადგით 8-9 საათი ბნელ ადგილას და ამ ნაყენით გამოიბანეთ თვალები დღეში 2-3 ჯერ, ან უმჯობესია გაიკეთოთ საფენები ამ ნაყენში დასველებული დოლბანდით 2 ჯერ დღეში.

მარილიანი გამორეცხვები: მარილიანი წყლით თვალებს კი არა ცხვირის ღრუს ირეცხავთ და ეს ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ თვალებზე.
გამორეცხვისთვის წყალი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ( 0,5 ლ 37 გრადუსამდე შემთბარ წყალში უნდა გახსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი), ანდა შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ „ფიზიოლოგიური ხსნარი“.
  1. გამოსარეცხი სითხე ჩაასხით ჩაიდანში. ჩაიდანს ცხვირზე წამოაცვით ბავშვის რეზინის საწოვარა, რომელიც წინასწარ ნემსით უნდა დაჩხვლიტოთ.
  2. წყალი რიგრიგობით უნდა შეისხათ ორივე ნესტოში.
  3. როცა მარცხენა ნესტოს ირეცხავთ, თავი მარჯვნივ უნდა გადასწიოთ - მარცხენა ნესტოში შესული წყალი მარჯვენადან გადმოიღვრება ისე, რომ პირში არ გადავა. შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ მეორე მხარეს. გამორეცხვისას პირით უნდა ისუნთქოთ.
  4. ეს პროცედურა არც ისე უსიამოვნოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, შედეგი კი მართლაც კარგია, ამიტომ გირჩევთ, აითვისოთ მისი ტექნიკა.
    ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარეთ 2 პროცედურა. წელიწადში 2 ჯერ გაიმეორეთ კურსი.

ასეთი მკურნალობის წყალობით თქვენ შეძლებთ გლაუკომის პროგრესირებას.

ექიმის კომენტარი: ჭინჭარი R და C ვიტამინებით მდიდარი მცენარეა, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ქსოვილთა რეგენერაციული ფუნქციებით ხასითდება. შროშანა გლიკოზიდების შემცველი საგულე საშუალებაა და გამოიყენება გულის უკმარისობის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ზოგადად კარდიოლოგიური პათოლოგიების დროს.
ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ცხვირისა და თვალის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საცრემლე არხი ცხვირის ლორწოვანში იხსნება და თუ ცხვირის ლორწოვანის სტიმულირებას მოვახდენთ ასეთი პროცედურებით, ეს, შესაბამისად გაააქტიურებს ქსოვილოვან ცვლას თვალის გარსებშიც.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"