დაამარცხეთ გლაუკომა 7 შესანიშნავი სამკურნალო საშუალების დახმარებით!
გლაუკომა შეუქცევადი სიბრმავის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი მოქმედებს მხედველობის ნერვზე, რომელიც თვალს აკავშირებს ტვინთან. დაზიანებას ძალიან ხშირად მაშინ აქვს ადგილი, როდესაც თვალშიდა წნევა (თშწ) - გლაუკომის გამოწვევის ძირითადი რისკ-ფაქტორი - ძალიან მაღალია. ეს ხდება, როდესაც ხდება წყალწყალა (სითხე, რომელიც ავსებს რქოვანასა და თვალის ბროლსა და სხვა სტრუქტურებს შორის არსებულ სივრცეს) გადინების შეფერხება. არსებობს გლაუკომის 50 ზე მეტი სახეობა.
- აიღეთ ჭინჭრის ფოთოლი - 0,5 ჩ/ჭ, შროშანის ფურცლები - 1 ჩ/კ. ყველაფერს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და გააჩერეთ 8 – 9 საათის განმავლობაში ბნელ ადგილას. შემდეგ დაუმატეთ ½ ჩ/კ საჭმელი სოდა. მიღებული მასა დაიდეთ საფენების სახით გლაუკომას დროს.
- მტკივან თვალში გამოივლეთ თხელი თაფლი -თუ თაფლი სქელია, შეგიძლიათ გაადნოთ.
- აიღეთ კოჭა - 1 ს/კ, ძირტკბილას ფესვი - 1 ს/კ, კოჭა - 1 ს/კ, წიწიბურას ყვავილი - 1 ს/კ, შავბალახას ბალახი - 1 ს/კ, ბარამბოს ბალახი - 1 ს/კ. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში გლაუკომის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
- აიღეთ ქრისტესისხლას ბალახის წვენი - 1 წილი, ადუღებული წყალი - 1 წილი. წვენი გააზავეთ წყალში, ნარევში დაასველეთ ხელსახოცი და დაიდეთ მტკივან თვალებზე.
- მიიღეთ 0,2 გრ მუმიო 2 – 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში, შესვენება - 5 დღე. სულ ჩაიტარეთ 3 – 4 კურსი.
- ნებისმიერი სახით მიიღეთ მოცვის კენკრა არანაკლებ 2 - ჯერ დღეში: ეს საშუალება თავიდან აგაცილებთ გლაუკომის შეტევებს და გაგიუმჯობესებთ მხედველობას.
- გლაუკომის პროფილაქტიკისთვის ძილის წინ ზედა ქუთუთოზე წაისვით თაფლისა და წყლის ხსნარი ( თანაფარდობით 1:1 ).