უმკურნალეთ გლაუკომას ხალხური საშუალებებით!

უმკურნალეთ გლაუკომას ხალხური საშუალებებით!
გლაუკომა - ეს არის თვალის დაავადება, რომლისთვისაც თვალის შიდა წნევის მუდმივი ან პერიოდული მომატება და მხედველობის დაქვეითებაა დამახასიათებელი.
გლაუკომის მკურნალობის ადგილობრივ საშუალებად იყენებენ შემდეგი ნარვის კომპრესებს:
ინგრედიენტები:
  • ოქროს ულვაშის ფოთლები - 1 ჩ/კ
  • ხმელი ჭინჭარი - 100 გრ
  • შროშანის ფურცლები - ½ ჩ/კ

მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრ ხმელ ჭინჭარს დავუმატოთ ½ ჩ/კ შროშანის ფოთლები და 1 ჩ/კ ოქროს ულვაშის დაქუცმაცებული ფოთლები, ამ ყველაფერს დავასხათ 3 ს/კ წყალი და დავაყენოთ ბნელ ადგილას 8 საათით. მიღებული ნაყენი მივიდოთ თვალებზე დღეში 1 - ჯერ 5-7 წუთით.

  • გლაუკომის სამკურნალო ნაყენის დასამზადებლად ოქროს ულვაშის 20 სმ - ის ოდენა ფოთოლი დავჭრათ, დავასხათ 1ლ მდუღარე წყალი, შევფუთოთ და დავაყენოთ 24 სთ - ით. ნაყენი უნდა შევინახოთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. მივიღოთ 1 ს/კ 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 – 40 წუთით ადრე 21 დღის განმავლობაში. შემდეგ უნდა შევისვენოთ 1 თვე და განვაახლოთ მკურნალობა.

  • გლაუკომის დროს, ასევე, რეკომენდებულია თვალებში ოქროს ულვაშის ახლადგამოწურული წვენის ჩაწვეთება: 2 წვეთი 1 - ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში. შემდეგ აუცილებელია შესვენება 21 დღით. ამ დროს სასურველია ოქროს ულვაშის ზემოთნახსენები ნაყენის მიღება. შესვენების შემდეგ მკურნალობა უნდა განვაახლოთ, თუმცა ახლა მხოლოდ 1 წვეთი უნდა ჩავისხათ 10 დღის განმავლობაში.

სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი