ხალხური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც საოცარ ეფექტს იძლევიან გლაუკომის დროს!
გლაუკომა - თვალის მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი ნიშნებია თვალშიგა წნევის მომატება და მხედველობის დაქვეითება. წნევის მომატებას იწვევს თვალშიგა სითხის ცირკულაციის მოშლა. ავადმყოფს თანდათან უქვეითდება მხედველობა, უვიწროვდება მხედველობის არე; მაღალი წნევის ხანგრძლივი მოქმედება მხედველობის ნერვზე - მის ატროფიას იწვევს და ავადმყოფი შესაძლოა სრულიად დააბრმაოს.
გლაუკომის მკურნალობის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე და ეს უნდა ჩატარდეს ექიმ - ოკულისტის მეთვალყურეობით.
გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს გაუკლომის სამკურნალოდ:
გლაუკომის მკურნალობის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე და ეს უნდა ჩატარდეს ექიმ - ოკულისტის მეთვალყურეობით.
გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს გაუკლომის სამკურნალოდ:
- გლაუკომას გახეხილი კარტოფილითაც მკურნალობენ: როცა თვალები აგტკივდებათ , აიღეთ რამდენიმე ცალი კარტოფილი, გახეხეთ და დაუმატეთ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. მოამზადეთ ამ ნარევისგან დოლბანდის ტამპონები და დაიდეთ თვალებზე, შუბლსა და ცხვირზე - ზემოდან კი ფანელის შემოსაკრავი. იწექით ასე 40 წთ.
- ძალზე კარგად მოქმედებს აგრევთვე ასეთი შემადგენლობის ნაყენი: ნახევარ ჭიქა ჭინჭარს, 1 ს/კ შროშანის ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და დააყენეთ ბნელ ადგილას 10 დღე. ამის შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ჩ/კ საჭმელი სოდა და თვალებზე დაიდეთ სველი საფენები.
- სპაზმის მოსახსნელად და თვალშიგა წნევის დასაწევად, უნდა გაიკეთოთ კომპრესი პირშუშხას ფაფისაგან კეფის ნაწილზე, თავის ქალის საყრდენზე. ეს უნდა ჩაიტაროთ 2 - ჯერ კვირაში. პირშიშხა თუ არ გექნებათ, შეიძლება აიღოთ შავი ბოლოკი.
- ზოგჯერ გლაუკომა სავსებით იკურნება თავიანი ხახვის წვენით. შეურიეთ მას ნახევარ - ნახევარი დოზით თაფლი და ჩაიწვეთეთ თვალში 2 - ჯერ დღეში ორ - ორი წვეთი. თაფლი გაალღვეთ წყლის აბაზანაში, გააჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა. ეს რეცეპტი ძალზე ეფექტურია.
- ძალიან კარგია გლაუკომის დაავადებისას ზაფხულში თვალში ჩაიწვეთოთ 1 - 2 წვეთი მარწყვის თბილი წვენისა, შაქრის 1/10 ნაწილის დამატებით.