Victorias Secret-ის ანგელოზების დიეტა - იდეალური სხეული 13 დღეში!

Victorias Secret-ის ანგელოზების დიეტა - იდეალური სხეული 13 დღეში!
ჩვენებებამდე ორი კვირით ადრე სუპერმოდელები იცავენ ანგელოზების ცნობილ დიეტას. ამ დიეტის არსი ცილებისა და ბოსტნეულის ჭარბი რაოდენობით მიღება და ტკბილეულზა უარის თქმაა.

ეს დიეტა არაჩვეულებრივია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ძილის წინ გემრიელად დანაყრება და დილის ყავით დაწყება უყვართ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თირკმელებთან, ღვიძლთან, კუჭქვეშა ჯირკვალთან და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული პრობლმებები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ დიეტის დაცვისგან.

ანგელოზების დიეტა გვპირდება 10-13 დღის მანძილზე 7 კილოგრამის დაკლებას.

რითია ანგელოზების დიეეტა სასარგებლო და საზიანო ჩვენი ორგანიზმისთვის?

პლიუსებს შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ:
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შლაკებისაგან გაწმენდა.
  • მენიუში შემავალი დიდი რაოდენობით ბოჭკოების წყალობით ოგრანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანი აღდგება.
  • ბოსტნეულის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმს ვიტამინების ყოველდღიური მარაგით ავსებს.
  • სტაფილო და პომიდორი აუმჯობესებს კანის ფერსა და მდგომარეობას.
  • ხდება ნახშირწყლების უკმარისობით გამოწვეული კალორიების დისბალანსის კომპესირება ცილებით.

ვიქტორია სიკრეტის ანგელოზების დიეტის მინუსი ცხოველური ცილების ჭარბ გამოყენებაშია. ასეთი კვების მიუჩვევლობის გამო, ორგანიზმს ამ დიეტის დაცვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნანდ მოეჩვენება და მთელ დარტყმას საკუთარ თავზე ღვიძლი და თირკმელები მიიღებს. ჭარბი რაოდენობით ცილების მიღება მვნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუ კვების ამ რაციონის პარალელურად საკუთარ თავს ფიზიკურად არ დავტვირთავთ და მთელ ენერგიას არ დავხარჯავთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ მოგიწევთ რეგულარულად სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება.

კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი - მუდმივი სისუსტე, რომელსაც გლუკოზის უკმარისობა იწვევს. ექიმები უარყოფითად რეაგირებენ სხეულის ამგვარი ეგზეკუციის მიმართ და რეკომენდაციას უწევენ დღეში 1-2 სუფრის კოვზი თაფლის მირთმევას.

ანგელოზების დიეტის ერთ კვირიანი მენიუ:

დღე პირველი
საუზმე: მწვანე ჩაი/ ყავა ხელოვნური დამატკბობლების გარეშე
სადილი: 2 კვერცხი კარგად მოხარშული, ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და პომიდორით
ვახშამი: ძროხის ხორცი ან სტეიკი ზეითუნის ზეთზე, ისპანახის კოქტეილი

დღე მეორე
საუზმე: ყავა/ჩაი სუხარით (1-3 ცალი)
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცის მოზრდილი პორცია და მწვანე სალათა
ვახშამი: ბოსტნეულის სუპ-პიურე კარტოფილის გარეშე

დღე მესამე
საუზმე: ყავა/ჩაი სუხარით (1-3 ცალი)
სადილი: მშრალ ტაფაზე ან გრილზე შემწვარი საქონლის ხოცი , მწვანე სალათა
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ლორი და ბოსტნეულის სალათა

მეოთხე დღე
საუზმე: ყავა/ჩაი სუხარით (1-3 ცალი)
სადილი: დიდი სტეიკი, პეკინური კომპოსტოს სალათა, მწვანილი და პომიდორი
ვახშამი: ორი ნაჭერი ლორი, 2 მოხარშული კვერცხი

მეხუთე დღე
საუზმე: ერთი დიდი ზომის გახეხილი სტაფილო ზედ მოსხმული ლიმონის წვენით
სადილი: უცხიმო თევზის ხორცი ორთქლზე დამზადებით, გრილზე ან ღუმელში ბოსტნეულით
ვახშამი: მოხარშული ხორცის პორცია და ბოსტნეულის სალათა

მეექვსე დღე
საუზმე: საუზმე: ყავა/ჩაი სუხარით (1-3 ცალი)
სადილი: გრილზე მომზადებული ქათმის ხორცი, სალათა და მწვანილი
ვახშამი: სტეიკი და პომიდორი

მეშვიდე დღე
საუზმე: უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა
სადილი: ხორცი ნებისმიერი სახით პომიდორთან და მწვანილთან ერთად
ვახშამი: ხმელი ყველი, სალათა

მეორე კვირას გაიმეორეთ იგივე რაციონი, ოღონდ მხოლოდ 6 დღე. კვირის დღეების გადანაცვლება ნებადართულია.

ვიქტორია სიკრეტის ანგელოზივით გოგონები სიამოვნებით გვიმხხელენ საიდუმლოს, თუ როგორ დავემშვიდობოთ ზედმეტ კილოგრამებს დიეტის დახმარებით. ხალხის გამოხმაურება, რომელიც ამ დიეტას მოჰყვა, ამტკიცებს, რომ ის მართლაც ძალიან ეფექტურია.

თქვენ ასევე უდნა გაითვალისწინოთ:

  • გამორიცხეთ მარილი, ლუდი, გაზირებული სასმელები და ალკოჰოლი სრულად.
  • გარნირი ხორცისათვის - მწვანილი, ამასთანავე ის ხორცზე მეტი უნდა იყოს.
  • ისპანახი და მწვანილის სალათა ჩაანაცვლეთ ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულით, ასევე ოხრახუში, ნიახური, პრასი, პეკინური კომბოსტო და ბროკოლი.
  • პომიდორი და სტაფილო, ყავა და მწვანე ჩაი ურთიერთჩანაცვლებადია
  • სანელებელი სალათებისათვის: 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. შავი წიწაკა და ბაზილიკი სურვილისამებრ
  • მკაცრად დაიცავით სასმელის რეჟიმი - 2 ლ. სუფთა წყალი დღეში. დაამზადეთ ნებისმიერი ბალახეული ჩაი (არომატიზატორების გარეშე)
  • წახემსებისას შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე კოქტეილები, 2,5% კეფირი, მიირთვათ მჟავე ვაშლი
  • აქტიურად დაკავდით სპორტით, გააკეთეთ ვარჯიშები დილით და ირბინეთ საღამოობით.
  • ყოველდღიურად მიირთვით 3-4 კაკალი