სინდი კროუფორდის დიეტა - გამოცდილია და 100%-ით შედეგიანია!

სინდი კროუფორდის დიეტა - გამოცდილია და 100%-ით შედეგიანია!
მსოფლიო დონის მოდელის სინდი კროუფორდის დიეტა მიეკუთვნება გახდომის მსუბუქი მეთოდების რიგს, რადგან გამორიცხავს შიმშილის შეგრძნებას. არც ერთმა მანდილოსანმა არ მითხრას, რომ არ ოცნებობს ისეთი შთამბეჭდავ სხეულის ფორმებზე, როგრიტაც სინდი კროუფორდმა დაატყვევა მთელი მსოფლიო. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ასეთ ეფექტს, როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი მოკლე ხანში? ეს დიეტა შემუშავებულია ამერიკელი დიეტოლოგების მიერ და მიეკუთვნება "სუპების დიეტა"-ს კატეგორიას, რომელშიც სითხეს ყოველდღიურ მენიუში ძირითადი ადგილი უკავია. მკაცრი უკუჩვენებები ამ დიეტის გამოყენებას არ გააჩნია, ხოლო 2 კვირაში შესაძლებელია 10 კილოგრამის დაკლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგის სტაბილურობა გარანტირებულია მრავალი წლის მანძილზე.

როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ თქვენ შეგიძლიათ მოძლიერდეთ ბოსტნეულის სუპით. დიახ, სუპი მუდმივად ხელთ უნდა გქონდეთ, ეს კი ყოველთვის მოსახერხებელია არ არის. ამ დიეტის დაცვისას სასურველია თავი აარიდოთ ალკოჰოლის, დესერტის მირებას- რადგან ერთ მსუბუქ დესერტს ეუძლია ხაზი გადაუსვას ყველა მიღწეულ შედეგს

სინდი კროუფორდის დიეტის მიხედვით უნდა დაიცვათ კვების შემდეგი პრინციპი.
რაციონი დაფუძნებულია დაბალკალორიული სუპის გამოყენებაზე, რომლის ძირითადი ინგრედიენტიც კომბოსტოა. სუპი უნდა მოიხარშოს მეორეჯერად ბულიონზე, მარილისა და სუნელების მინერალური დამატებით. კომბოსტოს გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდორი, სტაფილო, ხახვი, ნიახურის ფესვები, ლობიო.

სუპი უნდა მოხარშოთ ყოველდღიურად და მიირთვათ თბილ მდგომარეობაში, 5-6 ჯერ დღეში დროის მცირე მონაკვეთში. სუპში შეგიძლიათ მოათავსოთ მცირეოდენი დიეტური თევზი ან ხორცი, მაგრამ მაქსიმუმ კვირაში 1 ხელ.


ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი სასურველია თანმიმდევრულად მიირთვათ ხოლო აი ამ პროდუქტებისგან სრულიად უნდა განთავისუფლდეთ:
  • ცხიმიანი საჭმელი
  • კონსერვირებული
  • კონდიტერული ნაწარმი
  • ტკბილეული
  • ალკოჰოლი და გაზირებული სასმელები

ყველაფერთან ერთად ეს დიეტა საშუალებას იძლევა ორგანიზმიდან გამოდევნოთ შლაკები და მოახდინოთ მეტაბოლიზმის ნორმალიზება. გადაჭარბებული მეტაბოლიზმის ასარიდებლად მოერიდეთ მჟავე ხილს. ჩაის და მცენარეული ნახარშების მირთმევა შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით. გარდა წყლისა და ნაყენებისა შეგიძლიათ სვათ ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის, კენკრის,კომპოტი და ა.შ.